პროკურატურა 2011-12 წლებში იტალიის ჩემპიონატის 90 შეხვედრას აყენებს ეჭვქვეშ. ყველაზე გახმაურებული მატჩი კი 2012 წელს ვერონაში გაიმართა სადაც ადგილობრივმა კლუბმა მილანს უმასპინძლა. ჯენარო გატუზო ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს.
"ჩანაწერები აჩვენებს, რომ ბუკ მეიკერმა ბაცინიმ 13 მოკლეტექსტური შეტყობინება გამომიგზავნა. მაგრამ, ასევე ცნობილია, რომ არცერთი მათგანისთვის არ მიპასუხია. მთელი კარიერის განმავლობაში თავდაუზოგავად ვმუშაობდი.
საკუთარი ფონდის მეშვეობით, ბავშვების დასახმარებლად ერთნახევარი მილიონი ევრო გამოვყავი ახლა კი მაბრალებენ, რომ იტალიის სერიაში გარიგებული თამაშების წყალობით ფულის შოვნა მსურდა, უდიდესი მორალური ზიანი მომაყენეს. ქუჩაში ვეღარ გავდივარ, რადგან სულ მგონია, რომ ზიზღის თვალით მიყურებენ", - აცხადებს ფეხბურთელი.
მასალის გამოყენების პირობები






