WBC ვერსიით სუპერმძიმე წონაში მსოფლიო ჩემპიონი ვიტალი კლიჩკო კრივის კარიერას ასრულებს. 42 წლის სპორტსმენმა ამის შესახებ რამდენიმე სააათში განაცხადა მას შემდეგ, რაც მსოფლიო კრივის კავშირმა მიიღო გადაწყვეტილება მიენიჭებინა ისთვის საპატიო ჩემპიონის წოდება, რაც უკრაინელს აძლევდა შანსს, ფაქტობრივად, ნებისმიერ მომენტში დაბრუნებოდა რინგს.
თავისი გადაწყვეტილება კლიჩკომ პოლიტიკურ კარიერაზე ორიენტირებით ახსნა.
„ჩემთვის დიდი პატივია WBC ვერსიით მსოფლიო ჩემპიონის წოდების ტარება. ორგანიზაციის გადაწყვეტილება, რინგზე დაბრუნების თეორიულ შანსს მიტოვებს, მაგრამ ამჟამინდელ გარემოებაში, ეს ჩემთვის წარმოუდგენელია“, - აღნიშნა კლიჩკომ.

„ახლა მთლიანად უკრაინის პოლიტიკურ სიტუაციაზე ვარ კონცენტრირებული, და ვგრძნობ, რომ სწორედ იქ უფრო ვჭირდები ხალხს. ჩემი ძმა ვლადიმერი რინგზე წარმატებულ გამოსვლას გააგრძელებს, ხოლო მე მას სპორტულ კარიერაში მივეხმარები ისევე, როგორც ის მიჭერს მხარს პოლიტიკურ ბრძოლაში“.
კლიჩკო-უფროსმა პროფესიონალურ რინგზე კარიერა 1996 წლის 16 ნოემბერს დაიწყო. კლიჩკოს ანგარიშზე სულ 47 ორთაბრძოლაა, რომელთაგან 45-ში გამარჯვება მოიპოვა (41 ნოკაუტით).
მასალის გამოყენების პირობები






