თბილისის „დინამოს“ პრესსამსახურის ხელმძღვანელი გეგა გვენცაძე სანკტ-პეტერბურგში ჩატარებულ ტურნირზე „აფხაზეთის რესპუბლიკის“ სახელით მოასპარეზე სოხუმის „დინამოსთან“ ერთად თბილისის „დინამოს“ გამოსვლას ეხმიანება და აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ თბილისის „დინამო“ სოხუმის „დინამოს“ შეხვდებოდა, ქართველები ტურნირს დატოვებდნენ:
„პატარა დინამოელები სანკტ-პეტერბურგში წავიდნენ მოსაგებად და კიევის და მოსკოვის დინამოელების დამარცხების შემდეგ მოიგეს ეს ტურნირი. რაც შეეხება სოხუმის დინამოს ჩვენი კლუბი აფხაზეთის სახელით მოასპარეზე სოხუმის დინამოსთან არასოდეს არსად არც უთამაშია და არც ითამაშებს. იმედია მოვა ის დრო როდესაც თბილისის დინამო და სოხუმის დინამო ერთად ითამაშებენ საქართველოს დროშის ქვეშ. ჩვენ თუ მოგვიწევდა შეხვედრა სოხუმის დინამოსთან, ჩვენ ამ შეხვედრას ბოიკოტის ნიშნად არ ვითამაშებდით", - განაცხადა გვენცაძემ „ჯი-ეიჩ-ენთან“ საუბარში და დაამატა, რომ ეს კლუბის ოფიციალური პოზიციაა.
მასალის გამოყენების პირობები






