ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ბარაკ ობამას არასდროს დაუმალავს, რომ იგი სპორტული თამაშების დიდი გულშემატკივარია, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, აშშ-ს პრეზიდენტი არც თუ ისე დიდი ენთუზიაზმით გამოირჩევა ოლიმპიადის მიმართ.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრეზიდენტი ბარაკ ობამა 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიადას არ დაესწრება.
რუსეთის ფედერაციაში აშშ-ს ელჩის, მაიკლ მაკფოლის განცხადებით, იგი ოლიმპიადაზე პრეზიდენტის დელეგაციას ელის, რომელიც ობამას სახელით დაესწრება ზამთრის თამაშებს:
„ჯერჯერობით განხილვა მიმდინარეობს, იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ უხელმძღვანელებს დელეგაციას“, - აცხადებს ელჩი.
შეგახსენებთ, რომ 2014 წლის სოჭის ოლიმპიადას არც გერმანიის რესპუბლიკის ბუნდესპრეზიდენტი არ დაესწრება.
სოჭში ჩასვლაზე უარი სხვა ევროპელმა ლიდერებმაც განაცხადეს.
მასალის გამოყენების პირობები






