ლიტვის პარლამენტის დეპუტატმა, თავდაცვის ექს-მინისტრმა რასა იუკნიავიჩენემ წამოაყენა წინადადება რუსი მომღერალი ოლეგ გაზმანოვი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადონ, იუწყება Delfi.lt.
იუკნიავიჩენეს უკმაყოფილება ცოტა ხნის წინ, რუსეთის კონსტიტუციის 20 წლისთავის ზეიმობისას, მოსკოვში გაზმანოვის მიერ შესრულებულმა სიმღერამ „დამზადებულია სსრკ-ში“ გამოიწვია. ამ სიმღერაში ჩამოთვლილია საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შემავალი ტერიტორიები, მათ შორის ბალტიისპირეთიც. ჩამოთვლას თან უძღვის რეფრენი: „ეს ჩემი ქვეყანაა!“.
„ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა მიმართოს მიგრაციის დეპარტამენტს, რათა ამ ადამიანს ლიტვაში შემოსვლა აუკრძალონ“, - აღნიშნა ექს-მინისტრმა. რუსი შემსრულებლის დეკემბრის ბოლოს დაგეგმილი კონცერტი ვილნიუსში „არ უნდა შედგეს“, - დასძინა იუკნიავიჩენემ.
„ვიცით რა აშკარა მიმართულება რუსეთის ფედერაციის ახლანდელი ხელისუფლების, რომელსაც ძველი იმპერიის აღდგენა სურს, არ უნდა გვქონდეს არანაირი ილუზია, სიმღერა - ამის შესახებ განაცხადაია“, - თქვა იუკნიავიჩენემ. მან გაზმანოვს „ამ ინფორმაციული ომისა და ოფიციალური იმპერიული პოლიტიკის ერთ-ერთი იარაღი“ უწოდა.

სიმღერა „დამზადებულია სსრკ-ში“ კრემლის დიდ დარბაზში რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციის 20 წლისთავის ღონისძიებაზე, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის სიტყვით გამოსვლის შემდეგ შეასრულეს. სცენაზე ამასთანავე საბჭოთა კავშირის დიდი რუკა დემონსტრირებდა.
სიმღერის ჩამონათვალში კავკასიაც შედის.
მასალის გამოყენების პირობები






