პარასკევს, 13 დეკემბერს, ოპოზიციური ფრაქციების ლიდერები მონაწილეობას მიიღებენ საერთოეროვნულ მრგვალ მაგიდაში „გავაერთიანოთ უკრაინა“.
„ოპოზიცის ლიდერები ახლა მიემართებიან პრეზიდენტ იანუკოვიჩთან მრგვალ მაგიდაში მონაწილეობის მისაღებად. ეს არ არის ადვილი ნაბიჯი, მათ ეს გადაწყვეტილება საზოგადოებისა და ევრომაიდანის აქტივისტებისაგან რჩევის შემდეგ მიიღეს“, - განაცხადა ევრომაიდანის კომენდანტმა იგორ სობოლევმა.
ეს ინფორმაცია, მოგვიანებით, პარტია „უდარის“ ლიდერმა ვიტალი კლიჩკომაც დაადასტურა. „ჩვენ მივდივართ მრგვალ მაგიდაზე“, - განაცხადა კლიჩკომ მიტინგზე. მან ხაზი გაუსვა, რომ ოპოზიციის ლიდერებს გამიზნული აქვთ იანუკოვიჩ მოთხოვნები წარმოუდგინონ, „და მოისმინონ პასუხი“.
„უდარ“-ის ლიდერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ „ჩვენ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლა, მხოლოდ ხელისუფლების გადატვირთვის შედეგად შეგვიძლია“. ოპოზიციის მოთხოვნებია: ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება, ნიკოლაი აზაროვის მთავრობის დათხოვნა, ასევე ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.
მასალის გამოყენების პირობები






