რადას დეპუტატი: ევრომაიდნის დასაშლელად ФСБ–ს მიერ შემუშავებულ აეროზოლს გამოიყენებენ
მსოფლიო - 06:05, 13 Dec, 2013     1685

უკრაინის უშიშროების სამინისტროს ხელმძღვანელმა იაკიმენკომ ФСБ–ს კონსულტანტები მოიწვია, რათა გაეცნოს მეთოდებს, როგორ დაშალოს ევრომაიდანი სპეციალური აეროზოლების გამოყენებით, – ეს მოსაზრება უკრაინის რადას დეპუტატმა გენადი მოსკალმა გამოთქვა:

„ცოტა ხნის წინ უკრაინის უშიშროებიდან მივიღეთ სარწმუნო ინფორმაცია: რადგან ჩვენი სამართალდამცველები ვერ უმკლავდებიან ევრომაიდანს, ალექსანდრე იაკიმენკომ მშვიდობიანი დემონსტრაციების დაშლის სპეციალისტები რუსეთიდან მოიწვია“, – განაცხადა მოსკალმა.

მისივე თქმით, ФСБ–ს დელეგაციასთან ერთად უკრაინაში ჩავიდნენ კონსულტანტები, რომლებმაც დაამუშავეს უახლესი ტექნოლოგიის გამოყენებით დემონსტრაციების დაშლის მეთოდი. საკითხი ეხება აეროზოლს სპეციალური გაზის გამოყენებით.

ვერსიის მიხედვით, აეროზოლს პროვოკატორებს გადასცემენ, რომლებიც დემონსტრანტებს შეერევიან, შევლენ კიევის საქალაქო საბჭოს, პროფკავშირების და სხვა, დემონსტრანტების მიერ დაკავებულ შენობებში და აეროზოლს გააფრქვევენ შტურმის დაწყების წინ. აეროზოლში შერეული აირი იწვევს თავბრუსხვევას, საერთო სისუსტეს, ახდენს წინააღმდეგობის გაწევის უნარის პარალიზებას.

რადას დეპუტატმა განაცხადა, რომ მოვლენათა ამ სცენარით განვითარების შემთხვევაში პასუხისმგებლობა დაეკისრება უკრაინის უშიშროების სტრუქტურის ხელმძღვანელს.

დეპუტატის განცხადებას ოპერატიულად უპასუხა უშიშროების პრესსამსახურმა:

„ამ განცხადებას ვაფასებთ, როგორც უპასუხისმგებლოსა და პროვოკაციულს, მსგავსი არაფერი დაგეგმილა და ვერც დაიგეგმებოდა“, – აცხადებენ უწყებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42