12 დეკემბერს ერევნის ცენტრში, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის აჰმეტ დავუთოღლუს ვიზიტის საწინაარმდეგოდ, საპროტესტო აქცია ჩატარდა, იუწყება Tert.am.
მიტინგი ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მოაწყვეს, კერძოდ, პარტია „დაშნაკცუცუნის“ ახალგაზრდულმა კავშირმა და პარტია „მემკვიდრეობის“ ახალგაზრდულმა ფრთამ. შეკრებილები, მინისტრის ვიზიტისადმი პროტესტის გამოხატვასთან ერთად, მოითხოვეს, რომ თურქეთმა მე-20-ე საუკუნეში სომხების გენოციდი აღიაროს და კომპენსაცია გადაიხადოს.
აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ დავუთოღლუმ „დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს ჩვენი სამშობლო, დაბრუნდეს თავის ანკარაში და არ დააბინძუროს ჩვენი ჰაერი“. ამასთან, მინისტრს ანტისომხური მოძრაობის ერთერთი იდეოლოგი უწოდეს.
აქცია სასტუმრო «Marriott Armenia»-ს შენობასთან გაიმართა, სადაც შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციაში შემავალი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბნენ.
მასალის გამოყენების პირობები






