ფედერალური საკრებულოს წინაშე ყოველწლიური მიმართვისას რუსეთის ლიდერმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის ყველა პოლიტიკური ძალა შეძლებს შეთანხმებას და პრობლემების მოგვარებას უკრაინელი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით. რუსეთის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ევრაზიული ინტეგრაციის წარმატება მის მიმართ რუსეთის სხვა მეზობლების, მათ შორის უკრაინის ინტერესსაც გაზრდის.
"ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ უკრაინელი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით, ყველა პოლიტიკური ძალა შეძლებს შეთანხმებას და დაგროვილი პრობლემების მოგვარებას ჯერ კიდევ ამ პრობლემების წარმოჩენამდე, ჯერ კიდევ მაისში, უკრაინამ გამოთქვა სურვილი და ესწრება კიდეც სამეულის შეხვედრებს დამკვირვებლის სტატუსით. მონაწილეობს დისკუსიებში და არაერთხელ განაცხადა ადრეც, რომ საბაჟო კავშირის ცალკეულ შეთანხმებებთან მიერთებითაა დაინტერესებული", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
მასალის გამოყენების პირობები






