აშშ უკრაინის წინააღმდეგ სანქციებს აანონსებს
მსოფლიო - 10:29, 12 Dec, 2013     1264

ჯიმ საკის თქმით, კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღიათ, თუმცა, რამდენიმე ვარიანტი განხილვის პროცესშია.

"ჩვენი მთავარი გზავნილი უკრაინისთვის იყო და არის ევროკავშირთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მოლაპარაკებების განახლება. ასევე სამართლისა და ძირითადი ფასეულებების დაბრუნება უკრაინელი ხალხისთვის. ჩვენ ყველანაირ პოლიტიკურ ვარიანტს, მათ შორის სანქციებსაც განვიხილავთ“, - განაცხადა ჯიმ საკიმ.

„ბერკუტის“ მიერ ბარიკადების დაშლის ფაქტს ეხმაურება თეთრი სახლი და მთავრობის ქმედებებს კიდევ ერთხელ გმობს. „შეერთებული შტატები გმობს კიევში, ღამით მომხდარ ფაქტს, უკრაინის მთავრობის პასუხი მშვიდობიან აქციებზე ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ჩვენთვის მიუღებელია.

შეკრების და გამოხატვის თავისუფლებას ყველამ უნდა სცეს პატივი. ასევე შეშფოთებულები ვართ იმით, თუ როგორ მიმდინარეობს ოპოზიციური პარტიებისა და მედიასაშუალებების რეიდები“, - განაცხადა ჯოშ ერნესტმა.

უკრაინაში ვიზიტის დროს იანუკოვიჩთან შეხვედრის დეტალები შეაფასა ევროკომისარმა, ქეთრინ ეშტონმა. მისი თქმით პრეზიდენტს სურს, ხელი მოაწეროს ევროკავშირთან შეთანხმებას, თუმცა, მისი სიტყვები საქმით უნდა დამტკიცდეს. „ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ დიალოგის პროცესს, ვფიქრობ პრეზიდენტი დაინტერესდა თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამ კუთხით.

პრეზიდენტისგან ბოლო 24 საათის განმავლობაში ორჯერ მოვისმინე, რომ ევროკავშირთან შეთანხმების ხელმოწერა სურს. მან მიამბო გრძელი ისტორია იმისა, თუ როგორ სურდა ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობები. მთავარი მაინც არის ის, რომ მისი სიტყვები საქმით დადასტურდეს“, - განაცხადა ქეთრინ ეშტონმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42