უკრაინის ხელისუფლების ვერტიკალმა თავდაცვის სამინისტროს წინაშე დასვა ამოცანა, 14-15 დეკემბერს, ოპოზიციის მიერ დაანონსებული გრანდიოზული საპროტესტო აქციის პარალელურად, 200 ათასიანი მიტინგის ჩატარება უზრუნველყოს ხელისუფლების მომხრეების შემადგენლობით. - ამის შესახებ უკრაინულიმედია თავდაცვის სამინისტროსა და უშიშროების საბჭოსთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
მიტინგის მონაწილეთა სიმრავლეზე ზრუნვა, წყაროს ცნობით, საოლქო ადმინისტრაციების ხელმძღვანელობას დაევალა. შს სამინისტროს მიეცა რეკომენდაცია, გამოაცილოს რეგიონებიდან კიევის მიმართულებით ხელისუფლების მომხრეები და უზრუნველყოს ღონისძიების უსაფრთხოდ ჩატარება.
ამასთან, წყარო ამოცანას „ფანტასტიკის სფეროს“ უწოდებს და მისი შესრულება წარმოუდგენლად მიაჩნია, რადგან ხელისუფლების რგოლებისთვის დასახული 200 ათასი მონაწილის უზრუნველყოფა ნიშნავს, რომ ხელისუფლების მომხრეთა რაოდენობა კიევში თითქმის ორჯერ გადააჭარბებს უკრაინის შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობას.
შეგახსენებთ, რომ შაბათ-კვირას კიევში ოპოზიცია მასობრივი, მრავალრიცხოვანი აქციების გამართვას აპირებს.
მასალის გამოყენების პირობები






