ევრომაიდნის მისადგომებთან ოპოზიციის ლიდერების მონაწილეობით ახალ ბარიკადებს აგებენ და მისადგომებს ხერგავენ: არსებული ინფორმაციით, ევრომაიდანზე „ბერკუტი“ ღამით კიდევ ერთ შტურმს მიიტანს.
„ბერკუტის“ რაზმები, ოპოზიციის ცნობით, კიევში, სპორტის სასახლეში შეასახლეს და ისინი „მზადყოფნა ნომერი ერთი“ რეჟიმზე ჰყავთ გადაყვანილი.
ოპოზიციის ერთერთმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ტურჩინოვმა განაცხადა, რომ მათი ინფორმაციით, შტურმი ამაღამაც განმეორდება. მისივე თქმით, უკრაინის სხვადასხვა ქალაქიდან კიევის მიმართულებით დაძრულია უამრავი მოქალაქე, თუმცა, ხელისუფლება აეროპორტების, რკინიგზისა და მეტროს სადგურების თითქოსდა დანაღმვის შესახებ ინფორმაციის გავრცელებით ცდილობს შეაჩეროს ხალხის ნაკადი.
„ჩვენ ისევ თავს ვუყრით ყველას, ვისაც მაიდნის დაცვა შეუძლია“, - განაცხადა ტურჩინოვმა.
მასალის გამოყენების პირობები






