პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე „ილიას დღეებზე“, რომელიც ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 175 წლისთავს ეძღვნება და სადაც ცნობილი ქართველი და რუსი კულტურის სფეროს წარმომადგენლები მონაწილეობენ, რუსეთის პრეზიდენტის მისალოცი წერილი წაიკითხეს.
წერილში ვლადიმირ პუტინი „რუსული კულტურის განვითარებაში ილია ჭავჭავაძის ღვაწლზე“ საუბრობს:
"ილია ჭავჭავაძემ ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა რუსული კულტურის განვითარებაში, მეგობრობისა და კეთილი მეზობლობის იმ დიდებული ტრადიციების შენახვა-გამდიდრებაში, რომლებიც საუკუნეებია, აკავშირებს ჩვენს ხალხებს.
მნიშვნელოვანია, რომ ქართველებისა და რუსების დღევანდელი თაობა პატივს მიაგებს წინაპართა ხსოვნას, და ბევრი რამ კეთდება ჩვენს შორის გულწრფელი, ნდობით განმსჭვალული ურთიერთობის ჩამოსაყალიბებლად, რაც ხელს უწყობს სახალხო დიპლომატიის განვითარებას."
მასალის გამოყენების პირობები






