უკრაინის ოპოზიციის ლიდერების კომენტარები კიევში მიმდინარე მოვლენებზე
მსოფლიო - 10:21, 11 Dec, 2013     1933

უკრაინის ოპოზიციური პარტიების ლიდერები, ვიტალი კლიჩკო, არსენ იაცენუკი და ოლეგ ტიაგნიბოკი ქვეყანაში მიმდინარე პრობლემებთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებენ.

ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით დიდი ინტერესია და შედეგად არსებობს რამდენიმე გზა, რომლითაც შესაძლოა არსებული პრობლემები გადაიჭრას:

„დიდია ინტერესი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ არსებობს რამდენიმე არჩევანი, რათა ეს კრიზისი დავძლიოთ. ამჟამად რამდენიმე ნაბიჯს განვიხილავთ, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია. კონსულტაციები გრძელდება“, - განაცხადა ვიტალი კლიჩკომ.

არსენ იაცენიუკის თქმით, ქვეყანისთვის აღნიშნულ სიტუაციაში მნიშვნელოვანია დასავლეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების ჩარევა:

„ჩვენ ვრჩებით იმ იდეის ერთგულნი, რომ უკრაინა გავხადოთ ევროპული ქვეყანა, ამჟამად პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისში ვიმყოფებით, მაგრამ ოპოზიცია გააკეთებს ყველაფერს, რათა პრობლემის გადაჭრის გზები ვიპოვოთ. თუ გავითვალისწინებთ იმ დიდ მხარდაჭერას რასაც ვიღებთ ევროკავშირისგან, შეერთებული შტატებისა და დასავლეთისგან, ეს სიტუაცია გამოსწორებადია“, - აღნიშნა არსენი იაცენუკმა.

ოლეგ ტიაგნიბოკი კი აცხადებს, რომ პოლიტიკურ კრიზისში მესამე ძალის მონაწილეობაა საჭირო:

„ამ პოლიტიკურ კრიზისში საჭიროა მესამე მხარის მონაწილეობა. ასეთი შეიძლება იყოს ევროკავშირი. დარწმუნებული ვარ ადრე თუ გვიან პრობლემას მოვაგვარებთ“, - განაცხადა ოლეგ ტიაგნიბოკმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42