ოპოზიციის ლიდერები და კიევში მყოფი დემონსტრანტები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ ევრომაიდანმა შტურმს გაუძლო, ახლა კი უკრაინამ უნდა გაუძლოს და მაიდანზე ხალხი უნდა გამოვიდეს.
ოპოზიციის ლდერებმა დღეს დილით სცენიდან მადლობა გადაუხადეს დემონსტრანტებს და განაცხადეს, რომ მაიდანმა შტურმს გაუძლო.
შეგახსენებთ, რომ შტურმი ევრომაიდანზე კიევის დროით 01:00-ზე დაიწყო და „ბერკუტმა“ დამოუკიდებლობის მოედნის გაწმენდა სცადა.
დაკავებულია ათეულობით დემონსტრანტი, აღებულია ბარიკადები ევრომაიდნის მისადგომებიდან, დაიწვა რამდენიმე კარავი.
სპეცრაზმელებს ხელჯოხები და ცრემლსადენი გაზი არ გამოუყენებიათ და შევიწროვება-განდევნის პრინციპით, ფარებით მოქმედებდნენ.
ამის მიუხედავად, სპეცრაზმმა სცენამდე მისვლა და მაიდნის გაწმენდა სრულად ვერ მოახერხა. დილიდან ევრომაიდანზე ხალხის ნაკადი მატულობს.
ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ ბრძოლა არ დასრულებულა და უკრაინელებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებენ.
მასალის გამოყენების პირობები






