მოგებული ჯეკპოტი 1 015 291 ლარი მარინა კობახიძეს უკვე გადაეცა
საზოგადოება - 12:56, 22 Mar, 2021     2632

საქართველოს ახალ მილიონერს 9 მარტს ,,ლოტო 6/42’’-ში მოგებული 1 015 291 ლარი საზეიმო ვითარებაში, 17 მარტს, ,,საქართველოს ეროვნული ლატარიის’’ კომპანიის სამი წლის იუბილეზე გადაეცა.

,,რედისონ ბლუ ივერიაში’’ ჯეკპოტის მოგებულის საპატივცემულად საზეიმო მიღება გაიმართა. მოწვეულმა სტუმრებმა დიდი სიხარულით გაიცნეს საქართველოს ახალი მილიონერი, მასთან სამახსოვორო ფოტოები გადაიღეს და მას ჯეკპოტის მოგება პირადად მიულოცეს.

ღონისძიების კულმინაცია კი მოგებულისთვის ჯკპოტის გადაცემის ცერმონია გახლდათ, მარინა კობახიძეს ,,ლოტო 6/42’’-ის წამყვანებმა დუტა სხირტლაძემ და ეკა ამირეჯიბმა მოგებული თანხა და მოგების სამახსოვრო ვაუჩერი გადასცეს, ფოერვერკის ფონზე გაიჭრა ტორტიც და მარინა კობახიძე ოფიცილურად გახდა საქართველოს ახალი მილიონერი.

,,ისეთი ბედნიერი ვარ მეშინია არ გავგიჟდე, ჯერ ვერც ვიჯერებ რომ ეს ყველაფერი ჩემს თავს ხდება, ითამაშეთ ხალხო, მოგება რელურია’’ -ასე მიმართა მარინა კობახიძემ დამსწრე საზოგადოებას.

,,მილიონის გათამაშების დღეს, ჩვეულებრივად შევედით სტუდიაში, რატომღაც ყოველ გათამაშებაზე ველოდი ჯეკპოტის გათამაშებას, მაგრამ სწორედ იმ დღეს რატომღაც ეს მოლოდინი არ მქონია, მაგრამ როდესაც შედეგების სანახავად დუტა მივიდა მონიტორთან და დაიწყო ყვირილი ჯეკპტი გათამაშდაო, ჯერ ვერ დავიჯერე, შემდეგ კი ისეთი საოცარი ემოცია მქონდა, ისე გამიხარდა თითქოს მე მოვიგე მილიონი’’ -იხსენებს 9 მარტის ეთერს ,,ლოტო 6/42’’-ი ს წამყვანი ეკა ამირეჯიბი.

,,შედეგების სანახავად ყოველთვის მონიტორთან მივდივარ ხოლმე’’ -გვიყვება დუტა სხირტლაძე - ,,ყოველ გათამაშებაზე გვაქვს ხოლმე მოგებები, მაგრამ მიჩვეული ვარ, რომ პირველი სამი გრაფა, სადაც პირველიდან მესამე კატეგორიამდე მოგებები აისახება ცარიელია, იმ დღესაც ამ განწყობით მივედი მონიტორთან და რომ დავინახე ჯეპოტის გრაფაში მოგების დაფიქსირება, ჯერ ვერ გავიაზრე რა მოხდა, შემდეგ კი ყვირილი დავიწყე -გათამაშდაა ხალხოო, ჯეკპოტი გათამაშდა-თქო, მართლა საოცარი შეგრძნება იყო, ვულოცავ ქალბატონ მარინას ამ დიდ გამართლებას.’’

,,საქართველოს ეროვნული ლატარია’’ ულოცავს მარინა კობახიძეს ,,ლოტო 6/42’’-ის ჯკპოტის 1 015 291 ლარის მოგებას, უსურვებს წარმატებას. თქვენ კი შეგახსენებთ, რომ იგებს ის ვინც თამაშობს, მოგება კი შეუძლია ყველას.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42