ვიქტორია ნულანდი უკრაინაში საგანგებო ვიზიტს მართავს. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე კიევში ბოლო ერთ კვირაში უკვე მეორედ ჩავიდა.
ამერიკელი სახელმწიფო მოხელე ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან გამართავს მოლაპარაკებას, მანამდე კი მან ექსკლუზიური ინტერვიუ „რუსთვი2“-ს მისცა.
ვიქტორია ნულადნდი ამ წუთებში ხვდება ოპოზიციის ლიდერებს. ის მათთან მოვიდა ზუსტად საათნახევრის წინ და მათი შეხვედრა ეხლაც გრძელდება.
როგორც ვიქტორია ნულანდმა „კურიერთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, ის ძალიან პოზიტიურად აფასებს, თავის მეორე ვიზიტს და იმედს გამოსთქვამს, რომ შეძლებს დაეხმაროს მხარეებს იპოვონ კომპრომისი და გამოსავალი იმ რთული პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად, რაც ეხლა უკრაინაშია.
უცხოელების მხარდაჭერას ძალიან პოზიტიურად აფასებენ თავად უკრაინელი ოპოზიციონერები:
„ვიცეპრეზიდენტი ჯობაიდენი ელაპარაკა პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს და უთხრა, რომ ვაშინგტონი მაბრუნებს უკან კიევში. შევეცდები ევროკავშირთან და უკრაინის ხელისუფლებისა და ოპოზიციასთან წარმომადგენლებთან ერთად ვიმუშავო, რომ დავეხმაროთ ამ ქვეყანას მოძებნოს გზა დაუბრუნდეს მშვიდობას, ადამიანის ღირსების დაცვას, ეკონომიკურ სტაბილურობას და ევროპას.“
მასალის გამოყენების პირობები






