ინჟინერ-გეოლოგი ზურაბ ცომაია: მეწყრულ პროცესებთან დაკავშირებით მოსახლეობის ევაკუაციის დონის საშიშროება ამ ეტაპზე არ არსებობს
საზოგადოება - 17:13, 19 Mar, 2021     2564

ვაშლიჯვრის ფერდობზე გააქტიურებული მეწყრული პროცესების კვლევის პროცესში ინჟინერ-გეოლოგი ზურაბ ცომაია ჩაერთო და ტერიტორიის პირველადი დათვალიერების შედეგად მედიისთვის განმარტება გააკეთა.

ინჟინერ-გეოლოგის თქმით, დამეწყრილი ადგილის მიმდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაციის არანაირი საჭიროება ამ ეტაპზე არ არსებობს. მისივე თქმით, პრობლემის კვალიფიციური შესწავლის გარეშე წინასწარი მწვავე შეფასებები არასერიოზულია და საფუძველს მოკლებულია.

გეოლოგის მტკიცებით, მეწყრული პროცესები დედაქალაქისთვის ზოგადად დამახასიათებელია და მასზე დასკვნები მხოლოდ საფუძვლიანი კვლევის შედეგად უნდა გაკეთდეს.

„დღეს არსებული სურათი ვიზუალურად დავათვალიერეთ, დავგეგმეთ სამუშაოები. ეს არის სერიოზული მეწყრული პროცესი, რომელსაც კვლევა სჭირდება, ჩვენ ხვალიდან ჩავერთვებით ამ კვლევაში. პირველ ეტაპზე გავაკეთებთ ტოპოგრაფიულ A გეგმას, შემდეგ გეორადარით ავაგებთ პროფილებს. ბურღვითი სამუშაოები აქ ამ ეტაპზე არაა რეკომენდირებული, რადგან ზუსტად არ ვიცით, რა მექანიზმია ჩართული. გეორადარისა და გეოფიზიკური მონაცემების საფუძველზე შეგვეძლება, დავსახოთ ღონისძიებები. ჯერჯერობით რაც ჩანს, ამ მასის მიმართულება დაძვრის შემთხვევაში იქნება ხევისკენ. გარკვეული შიში შეიძლება იყოს ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით, რაც იმას არ ნიშნავს, რომ პრევენციას ვერ გავაკეთებთ. ნალექმა შეიძლება რაღაც გამოიწვიოს, მაგრამ ცალსახად იმის თქმა, რომ ნამდვილად გამოიწვევს, ამის თქმა არ შეიძლება. მოსახლეობისთვის საშიშროების კუთხით რაიმე სახის პრობლემას მე ვერ ვხედავ. ჩემთვის გაუგებარია ასევე ევაკუაციასთან დაკავშირებით არსებული საუბარი. მთელი მოსახლეობა, ვინც გარშემოა, ევაკუირებული უნდა იყოს? ამ სახის საშიშროება ამ ეტაპზე არ არსებობს. ასეთი მეწყერი თბილისს ახასიათებს. ქვევითაც იყო გახსნილი, წყნეთის გზაზეცაა გახსნილი, ზუსტად იგივეა აქაც. კვლევაა საჭირო და ამის გარეშე რთულია დასკვნების გაკეთება. ჩვენ ხომ არ ვიცით ზუსტი სურათი და ამიტომ არასერიოზული იქნება, რომ ვთქვა, რომ ან ძალიან დიდი საშიშროებაა ან საერთოდ არაა. უნდა შევისწავლოთ და ეს პროცესიც ძალიან სწრაფად არ ხდება, ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით“, - განაცხადა ზურაბ ცომაიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42