თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და საზოგადოებრივ მაუწყებელს შორის
საზოგადოება - 17:07, 17 Mar, 2021     1172

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და მასკომუნიკაციის მიმართულების სტუდენტები სტაჟირებას საზოგადოებრივ მაუწყებელში გაივლიან. ამის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა თამარ დოლბაიამ და საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა.

„პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება წარმატებული იქნება ჩვენი სტუდენტებისთვის“,- აღნიშნა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ. მისი თქმით, „პირველი უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალება ექნებათ აიმაღლონ კვალიფიკაცია პირველ არხზე, უფრო დაუახლოვდნენ საკუთარ მომავალ პროფესიას, მონაწილეობა მიიღონ სემინარებში, საერთაშორისო ტრენინგებში.“

„ჩვენ დავეხმარებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტისკის მიმართულების სტუდენტებს იმაში, რომ პრაქტიკული სამუშაო იყოს უფრო ხილული. ასევე, დავგეგმეთ რამდენიმე აქტივობა. მათ შორის, ონლაინ სესიები, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ევროპის მაუწყებელთა კავშირის სასწავლო ცენტრთან ერთად განახორციელებს. ეს იქნება უნიკალური შესაძლებლობა სტუდენტებისთვის, რადგან ტრენინგებს ევროპაში საუკეთესო პროფესიონალები ჩაატარებენ,“- განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა.

მემორანდუმის მიზანია კვალიფიციური ტელე-რადიო სპეციალისტების მომზადება, რაც ნაკარნახევია, როგორც პროფესიული განათლების ხელშეწყობის აუცილებლობით, ასევე, პროფესიულ სტუდენტთა სწავლის მოტივაციის გაზრდის სურვილით.

„საზოგადოებრივ მაუწყებელთან თანამშრომლობის მემორანდუმი ემსახურება ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტების პროფესიული უნარების განვითარების ხელშეწყობას. დღევანდელი მედიასივრცის გათვალისწინებით, ამის საჭიროება ნამდვილად არის - ეთიკის ნორმებითა და პროფესიული უნარებით შეიარაღებული ახალგაზრდა კადრების გასვლა შრომის ბაზარზე,“- აღნიშნა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა თამარ დოლბაიამ

სტუდენტების სტაჟირებასთან ერთად, მემორანდუმის თანახმად, მხარეები მონაწილეობას მიიღებენ კონფერენციებში, მასტერკლასებში, სემინარებსა და სასწავლო-პრაქტიკულ პროექტებში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42