"ნელი დოროყაშვილი არ არის სულელი ქალი და მას ამას ვერ პატიობენ...“ - ანა აბაშიძე
საზოგადოება - 23:29, 16 Mar, 2021     8063

ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნეკა დოროყაშვილის ადვოკატმა, ანა აბაშიძემ „იმედის დღეში“ აღნიშნა, რომ მოწინააღმდეგე მხარე სასამართლოში მარცხდება და ამიტომაც საზოგადოების წინაშე გამოაქვთ გარკვეული ინფორმაცია, რომ სხვა სიბრტყეში გადაიტანონ საქმის გარჩევა.

ანა აბაშიძე ქონებრივი დავის შესახებაც აკეთებს განმარტებას:

„ნიკოლოზ ბასილაშვილი ალიმენტს არ იხდის და ეს მტკიცდება კონკრეტული ფაქტებით… არავინ იცის, რა რაოდენობის თანხაზე იყო დავა, რადგან აუდიტის დასკვნა არ არსებობს. ორი მილიონი მიიღოო, მაგრამ არანაირი ორი მილიონი არ არსებობს. თურმე ნიკოლოზ ბასილაშვილმა აჩუქა ყველაფერი, რაც კი გააჩნდა ნელი დოროყაშვილს და თავი დაიტოვა ნულზე. როცა იწყება თანაცხოვრება რეგისტრირებულ ქორწინებაში, კანონი გვეუბნება, რომ ყველა დოვლათი არის საერთო. ნიკოლოზ ბასილაშვილის სახელზე არაფერი რომ არ ირიცხებოდა, 2013 წელს, მაშინ დაქორწინდნენ. მას შემდეგ მოპოვებული ქონება უნდა გაყოფილიყო ნახევარი ნახევარზე. როდესაც ადამიანს აქვს სურვილი, სანამ განქორწინდება, უკანონოდ გაასხვისოს თანასაკუთრების ქონება, რომ განქორწინების დროს მის სახელზე არაფერი აღმოჩნდეს, მიმართავს იმას, რასაც მიმართა ნიკოლოზ ბასილაშვილმა. მან დაიწყო ქონების დედ-მამაზე გადაფორმება. ეს არის თვალთმაქცური გარიგება. მე შემიძლია ჩამოვთვალო კიდეც ეს ქონება, მათ შორის სახლი „ქინგს დევიდში“, ქონება ძველ თბილისში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და მხოლოდ ეს არის შეფასებული რამდენიმე მილიონად, სულ ცხრა ქონებაა ჩამოთვლილი, ბევრი მილიონის ღირებულების ზოგადად. თანაცხოვრების პერიოდში მან დაიწყო ამ ქონების თვალთმაქცური გარიგებებით გაქრობა, რომ ამაზე დავა არ დაწყებულიყო. ნელი დოროყაშვილი არ არის სულელი ქალი და მას ამას არ პატიობენ… ნელი დოროყაშვილმა დაიწყო თავისი ქონების დაცვა, მიმართა სასამართლოს და ყადაღა დაადო ყველა ქონებას. როცა ბატონმა ნიკოლოზმა შეამჩნია და მისმა ადვოკატებმაც, რომ საქმე რთულად მიმდინარეობდა, მოსამართლემ ყადაღა დაადო დედ-მამის ქონებებს, დაფიქრდნენ, ხომ არ მოვრიგდეთო. ნიკოლოზ ბასილაშვილი რვა თვე სარჩელს სარჩელზე წერდა და ნელისგან ითხოვდა ქონებიდან წილს, მათ შორის, დალომბარდებული მანქანიდან, რაც ნელიმ დაალომბარდა მას შემდეგ, რაც ნიკოლოზ ბასილაშვილმა მოულოდნელად შეწყვიტა ყველანაირი წყარო მისი შვილისთვის და ნელისთვის. დალომბარდებული მანქანა დააყადაღებინა სასამართლოს. პარალელურად სასამართლო ამბობდა, რომ ეს გარიგებები თვალთმაქცური იყო, ასეთი კონტრაქტები გაბათილდებოდა და ერთზე კი არა, ბევრ მილიონზე მოუწევდა გაყოფა. მაშინ დაიწყეს საუბარი მორიგებაზე“, აღნიშნავს ადვოკატი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42