"ახალი შაბათის შოუ-ს შემოქმედებითი ჯგუფი გაცნობებთ, რომ დღეს გადა-ცემა ეთერში ვერ გავა. მიზეზი, საშინელი ტრაგედიაა, რომელიც ჩვენს მსახი-ობ და სცენარისტ ირაკლი ბასილაძეს შეემთხვა! - ეს განცხადება ახალი შაბათის შოუ-ს შემოქმედებიმა ჯგუფმა გაავრცელა.
სამწუხარო ინფორმაციის გაცნობის შემდეგ თამუნა ლეკვეიშვილმა მცირე კომენტარი გააკეთა:
"საშინელი და სამწუხარო ინფორმაციის გავრცელება მოგვიხდა. ჩვენს მსახიობს და სცენარისტ ირაკლი ბასილაძეს გუშინწინ ღამე მოულოდნელად გარდაეცვალა უსაყვარლესი შვილი, 10 წლის იყო სანდრო. პატარა სანდროს არაერთხელ მიუღია ჩვენს სკეტჩებში მონაწილეობა...
მოულოდნელად გარდაიცვალა. ზუსტი მიზეზი არ იციან... მთელი ჩვენი გუნდი ამ ამბით შეწუხებეულები ვართ. ვიზიარებთ ოჯახის მწუხარებას და თანაგრძნობას გამოვთქვმთ", - განუცხადა "ამბებს" ლეკვეიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






