საგამოძიებო მოქმედების ჩატარება დაუშვებელია - DRI ტვ პირველზე
საზოგადოება - 20:07, 11 Mar, 2021     1203

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც პროკურატურას უფლება ეძლევა ტვ პირველიდან მასალები ამოიღოს და აცხადებს, რომ ტელევიზიაში საგამოძიებო მოქმედების ჩატარება დაუშვებელია.

DRI აღნიშნავს, რომ სახელმწიფოში არსებული პოლიტიკური და სამართლებრივი კონტექსტის გათვალისწინებით, საგამოძიებო მოქმედების ჩატარება დაუსაბუთებლად და არაპროპორციულად შეზღუდავს აზრისა და გამოხატვის თავისუფლებას, ასევე, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა თავისუფლებას.

"სახელმწიფოში არსებული პოლიტიკური და სამართლებრივი კონტექსტის გათვალისწინებით, საგამოძიებო მოქმედების ჩატარება დაუსაბუთებლად და არაპროპორციულად შეზღუდავს აზრისა და გამოხატვის თავისუფლებას, ასევე, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა თავისუფლებას.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სასამართლოს განჩინება გაცემულია არა 2021 წლის 6 მარტს, გადაცემაში გასული ინფორმაციის ამოღების თაობაზე, არამედ რეპორტაჟში მითითებული კონფიდენციალური წყაროს მიერ TV პირველისთვის გადაცემულ (გაგზავნილ) ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობისა და აღნიშნული მოწყობილობის გადასაგზავნად გამოყენებულ კონვერტზე (ან სხვაგვარ შეფუთვაზე). აღნიშნული ფორმულირება, საქმის კვალიფიკაციასთან ერთად, ბადებს ეჭვს, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურას კონფიდენციალური წყაროს ვინაობის დადგენის მიზანი ამოძრავებს. ეს მსუსხავ ეფექტს იქონიებს სამომავლოდ მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მიერ პოლიტიკური თანამდებობის პირების შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების გაშუქების ფაქტებზე.

მიგვაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 9 მარტის განჩინება არის დაუსაბუთებელი, და იქონიებს მნიშვნელოვან მსუსხავ ეფექტს მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მიერ პოლიტიკური თანამდებობის პირების შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების გაშუქების ფაქტებზე", - წერია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42