"ოქროს ბურთის" მოპოვების სამი ნომინანტი დასახელდა
სპორტი - 18:55, 09 Dec, 2013     4631

მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ნომინანტთა სამეულში შევიდნენ "ბარსელონას" ფორვარდი ლიონელ მესი,  მადრიდის "რეალის" თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ და მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველი ფრანკ რიბერი.

ეს ფეხბურთელები  პრეტენდენტთა 23-კაციანი სიიდან შეარჩიეს. სამეული განისაზღვრა მთავარი მწვრთნელების, ეროვნული ნაკრებების კაპიტნებისა და მედიის წარმომადგენლების ხმის მიცემის საფუძველზე.

„"ოქროს ბურთის" გადაცემის ცერემონია ფიფას ორგანიზებით შვეიცარიის ქალაქ ციურიხში, 2014 წლის 13 იანვარს გაიმართება.

ბოლო ოთხი წლის მანძილზე ამ პრიზის მფლობელი მესი ხდებოდა. რონალდუმ „ოქროს ბურთი“ 2008 წელს,  "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში მიიღო. რიბერი კი კარიერაში პირველად შევიდა საუკეთესო ფეხბურთელის ნომინანტთა სამეულში.

ფიფამ ასევე დაასახელა წლის საუკეთესო მწვრთნელის პრიზის სამი ნომინანტი. ჯილდოსთვის იბრძოლებენ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი მწვრთნელი ალექს ფერგიუსონი, ასევე „ბავარიის“ ყოფილი მეთაური იუპ ჰაინკესი და დორტმუნდის „ბორუსიის“ მწვრთნელი იურგენ კლოპი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42