ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე მარტვილის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას მეუფე სტეფანეს აკისრებს.
მისი. თქმით, არაორგანიზებული შეკრება და კრების ჩატარება ცხადყოფს, რამდენად ქაოსია დღეს ეპარქიაში. მეუფე პეტრეს აზრით, მეუფე სტეფანეს მარტვილის ეპარქიაში გამწესება დიდი უსამართლობა იყო.
"ათწლეულებია უკვე ეკლესია იმართება ზნედაცემული ადამიანით, რომელმაც თავისი თავის კერპი შექმნა და წმინდანად გამოაცხადა. ის ახალისებს ძალადობას და არის ძალმომრეობით მმართველი, ცბიერი, უკანონო და უსამართლო.. მორიგი უსამართლობა იყო სტეფანეს გამწესება მარტვილის ეპარქიაში.. სჯულის კანონი კატეგორიულად კრძალავს უსაფუძვლოდ, ეპარქიაში წინამღძოლის გადაადგილებასა და ცვლილებას. ეს არის უხეში კანონდარღვევა, როცა მიზეზგარეშე ეპისკოპოსს ცვლი.." - ამბობს მეუფე პეტრე ცაავა.
მისივე თქმით, ცოტა ხნის წინ მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ვიდრე სინოდი მარტვილის ეპარქიაში მეუფე სტეფანეს დანიშნავდა, მას თავს, მისსავე მიზეზით დაესხნენ.
"ახლა შემატყობინეს, რომ ის [მეუფე სტეფანე] იყო ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი. ერთ-ერთი ადამიანი თავს დაესხა მას ქვემო სვანეთიდან და მისთვის სამართლიანად ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. იმის ნაცვლად, რომ გამოეძიებინა საპატრიარქოს რა მოხდა, რატო აღმოჩნდა ის დაპირისპირებაში და რას ედავებოდა მას მრევლი, იმის ნაცვლად რომ დაესაჯათ, დააწინაურეს თითქოს და გაამწესეს ეპარქიაში", - ამბობს მეუფე პეტრე.
მასალის გამოყენების პირობები






