"ქალბატონი ემა ძლივს ავაცილეთ მაგ აივნიდან... ვწუხვარ, რომ დაშავდნენ, იმ აივანზე საერთოდ არ უნდა ასულიყვნენ" - ანდრია ჯაღმაიძე
საზოგადოება - 22:43, 08 Mar, 2021     1370

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ დაპირისპირებას "რეზიდენციაში შეჭრის მცდელობას" უწოდებს.

მისი აზრით, "ის, რაც დღეს ჩვენ ვიხილეთ, შესაძლებელია, მხოლოდ შეედაროს ძალიან მძვინვარე დევნის მომენტს, მსგავსი რამ არ მომხდარა საქართველოში კომუნისტების დროიდან". ჯაღმაიძის თქმით, ეპარქიის რეზიდენცია არის "საკუთრება", რომელში უნებართვოდ შესვლის უფლებაც არავის აქვს.

"კრებას კარს უმტვრევენ და უვარდებიან შიგნით, რამდენად მიგაჩნიათ ეს სწორად? ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას მეუფე სტეფანეს, ამას ვამბობ ძალიან ბევრი მღვდელმთავრის სახელით, რომლებიც დღეს გვიკავშირდებოდნენ, გვიანობამდე ვერ გავაკეთეთ განცხადება, რადგან დაზუსტება გვინოდა დეტალების,ახლა მეტნაკლებად ცნობილია და ხვალ კიდევ უფრო მეტი იქნება სიცხადე" - ამბობს დეკანოზი ჯაღმაიძე და აღნიშნავს, რომ "მრევლის პროტესტი არ ამართლებს რეზიდენციაში შეჭრას ძალით".

რაც შეეხება ეპარქიის რეზიდენციის აივნის მოაჯირის ჩამტვრევას, პატრიარქის პრესმდივანი ამბობს, რომ წუხს ამ ინციდენტის გამო.

"ჯანმრთელობა დაუზიანდათ ადამიანებს, მათ შორის ჟურნალისტებს, ძალიან სამწუხარობ ფაქტია, ვუსურვებ გამოჯანმრთელებას. თუმაცა, ეს არის ერთი მხარე, მეორე მხარე არის ის, რაც მე ვთქვი... ძალიან სამწუხაროა, რომ ჟურნალისტები დაშავდნენ, იქ არის აივანი საკმაოდ ვიწრო, იყო ძალიან ბევრი ხალხი ასული, იქ არ უნდა ასულიყვნენ საერთოდ ჟურნალისტები, კრება მიდის და ერთი შუშა ყოფს აივანს და კრების დარბაზს, იქ არ უნდა ყოფილიყვნენ ჟურნალისტები. მე თქვენ გეტყვით, როდესაც მეუფე სტეფანეს წარდგინება იყო, ქალბატონი ემა [გოგოხია] ძლივს გავაცილეთ იმ აივნიდან, რომ არ დამორჩილებოდა, ალბათ, შესაძლებელია, იმ დღესაც გადმოცვენილიყო იქიდან ხალხი, ისეთი ჟინით უნდოდა იქ დგომა, უნებართვოდ" - ამბობს ანდრია ჯაღმაიძე.

კათედრაზე ახლადდადგენილმა მიტროპოლიტმა სტეფანე კალაიჯიშვილმა ეპარქიის ორ დიაკონს, რომლებიც უარს ამბობდნენ მასთან თანამსახურებაზე, მღვდელმოქმედება შეუჩერა, რასაც მრევლის ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა. პროტესტის შემდგომი შეხლა-შემოხლისას ეპარქიის აივნის მოაჯირი ჩამოიმტვრა და ათამდე ადამიანი, მათ შორის, ჟურნალისტები გადმოცვივდნენ. ტვ პირველის ინფორმაციით, დაშავდა მათი ოპერატორი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს, ასევე დაზიანებები მიიღო ჟურნალისტმა. მთავარი არხის ინფორმაციით, შემთხვევის დროს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მათი ტელევიზიის ჟურნალისტს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42