რუსეთის პირველი პირების განცხადების შემდეგ, რომ დაუშვებელია უცხოელი პოლიტიკოსების მონაწილეობა ევროინტეგრაციის მომხრე მიტინგებზე, ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ახალგაზრდა ადამიანები კიევის ცივ ქუჩებში ევროპის ახალ ისტორიას წერენ და ევროპის კავშირს აქვს უფლება და ვალდებულება მხარი დაუჭიროს მათ. ამის შესახებ ევროპის კომისიის კომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ 10 დეკემბერს მილანში გამოსვლისას განაცხადა.
„შეხედეთ უკრაინას. ის ახალგაზრდები, რომლებიც უკრაინის ქუჩებში ყინვაში იბრძვიან, ევროპის ახალ ისტორიას წერენ“, - თქვა ბაროზუმ. ამ მომენტში მას სიტყვა ხანგრძლივი ტაშით შეაწყვეტინეს.
„როდესაც ვხედავთ უკრაინის ცივ ქუჩებში ქალებბატონებსა და მამაკაცებს ევროკავშირის დროშით ხელში ამ დროშისათვის მებრძოლებს, იმიტომ, რომ მათ იციან, რომ ევროპა ეს მხოლოდ ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობა არ არის, მათ დაინახეს რა მოხდა პოლონეთში, რა მოხდა ბალკანეთის ქვეყნებში, რომ ევროპა - ეს იმედი და თავისუფლებაა“, - აღნიშნა ბაროზუმ.
მასალის გამოყენების პირობები






