"ირაკლი ღარიბაშვილის და ბერა ივანიშვილის პათოლოგიური ქმედებანი აუცილებელია დაგმოს ეკლესიის ხელმძღვანელობამ, პირველ რიგში პატრიარქმა და მოსაყდრემ" , - ასე ეხმაურება დეკანოზი ილია ჭიღლაძე "ტვ პირველის" მიერ გავცელებულ ჩანაწერებს,რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი და მოქმედი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი იმ ადამიანების დასჯას გეგმავენ, რომლებიც სოციალურ ქსელში ბერას მიმართ კრიტიკულ კომენტარებს წერენ ან აგინებენ.
მისივე თქმით, "საქართველოს საპატრიარქო დაემსგავსა სულიერ ბაბილონს, და "ვკურნევდით ბაბილოვანსა და არა იკურნებოდა".
ამის შესახებ ინფორმაციას თავის Facebook-ზე ავრცელებს.
"ირაკლი ღარიბაშვილის და ბერა ივანიშვილის პათოლოგიური ქმედებანი აუცილებელია დაგმოს ეკლესიის ხელმძღვანელობამ, პირველ რიგში პატრიარქმა და მოსაყდრემ, რომელნიც უნდა იყვნენ მოწოდებით და თანამდებობით ზნეობის გუშაგები და ჩაგრულთა მცველები, მაგრამ ისინი ამას არ იზამენ და არც არასოდეს ამოუღიათ ხმა "ამა სოფლის მთავართა" წინააღმდეგ. ცოდვისა და უსამართლობის, ძალმომრეობისა და ბოროტების მხილების სული ჩაკლულია ჩვენს საბჭოურ ეკლესიაში, აღარაა გრიგოლ ხანცთელის ან თეოდორე სტუდიელის მსგავსი წმინდა მამები, ვინც ვცდილობთ ხმის ამოღებას, იმათაც გვდევნიან და გაჩუმებას მოითხოვენ. ." - წერს ილია ჭიღლაძე
მასალის გამოყენების პირობები






