იქნებ გიგი უგულავაზე თქვა რამე ცუდიო - მუსიკოსი სანდრო სულაქველიძე 2013 წელს, GDS-ში მომხდარ ინციდენტს იხსენებს, რასაც მის მიმართ უკვე ბერას გარემოცვის მხრიდან მუქარა მოჰყვა.
როგორც სულაქველიძე იხსენებს, მან ეს დავალება პროდიუსერისგან მიიღო, თავად კი მუსიკაში პოლიტიკური მოტივების გარევა გააპროტესტა და "საქმის გარჩევაც" სწორედ ამ ფაქტს მოჰყვა.
"GDS-ის რაღაც გადაცემა იყო, სადაც მუსიკალურ კლიპებს ირებდნენ, მივყევი მეგობარს როგორც დრამერი და მერე პროდიუსერმა უთხრა რომ იქნებ გიგი უგულავაზე თქვა რამე ცუდიო, 2013 წელი იყო მაშინ, სტატუსი დავწერე მუსიკალურ გადაცემებში პოლიტიკას რატომ რევთ მეთქი. 2 თუ 3 კვირის მერე დამირეკეს, რამდენი წლის ხარო, დაიწყეს გინება, ისევ დამირეკეს სტატუსი წაშალეო. მე ვუთხარი ტავიდან რო ნორმალურად გეთხოვათ კარგი იქნებოდა -მეთქი...ახლა კი ვხვები რაშიც იყო საქმე" - ამბობს მუსიკოსი.
მასალის გამოყენების პირობები






