ოპერის ცნობილი მომღერალი თამარ ივერი გარდაცვლილ ბიზნესმენზე ზვიად ცეცხლაძეზე გულისამაჩუყებელ ისტორიას იხსენებს, რომლითაც ბიზნესმენმა სოპრანოს თავი დაამახსოვრა.
მაშინ, როცა თამარ ივერი დაგვიანებულ ხელფასს უიმედოდ ელოდა, ბიზნესმენმა საკმაოდ სოლიდური თანხა მას და კიდევ რამდენიმე მომღერალს აჩუქა.
„ცხონებული ზვიადი, მისივე სიკეთის მსხვერპლად იქცა ცნობილი ადამიანების ელიტის დიდი პატივისმცემელი ადამიანი. მახსოვს, კვირაობით უსასყიდლოდ ასვენებდა მის სასტუმროში ყველა მეგობარს. სიკეთის და გულუხვობის განსახიერება.
არ დამავიწყდება, მე და ჩემს კოლეგებს შეგვხვდა ბათუმის ქუჩაში წინასაახალწლოდ. მაშინ იქაური თეატრის სოლისტი ვიყავი. აქ რას აკეთებთო. ვუთხარით… ხელფასს ველოდებით, ცოტა იგვიანებს მეთქი… არადა, 2 დღე რჩება ახალ წლამდე თქო. რა ხელფასს იღებთ ასეთს რომ ზიხართ და ელოდებითო?
ვუთხარით რამდენსაც ველოდებოდით,რაც იმ დროისთვის საკმაოდ დიდი თანხა იყო, მით უმეტეს რამდენიმე მომღერალი ვიდექით. უცებ, არ ველოდით, ჩაიყო ჯიბეში ხელი და ამოიღო დოლარების დასტა. აჰა გოგოებო, თქვენი ხელფასის თანხა და დროულად მოუსვით თბილისში, ოჯახში შეხვდით ახალ წელს… თქვენი ხელფასი ძველ ახალ წელს თუ მოგცეს მადლობა თქვითო სიცილით გაგვეხუმრა.
ასეთი გულის პიროვნება იყო ბატონი ზვიადი,არა მარტო ჩვენთვის, არამედ ყველა მისი გარშემო მყოფისთვის. ღმერთმა აცხონოს მისი სული მარადის” – წერს თამარ ივერი.
მასალის გამოყენების პირობები






