დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ "ვექტორის" დირექტორი ალექსანდრე გეჯაძე, 19 წლის ჯარისკაცის გარდაცვალების საქმეზე საუბრობს.
მისი თქმით, სწორედ სროლის მანძილის დადგენაა საჭირო იმისთვის, რომ გაირკვეს, შეიძლებოდა თუ არა, ჯარისკაცს თავი მოეკლა:
"შუბლზე არსებული დაზიანების, საკმაოდ ფართე ჭრილობის, რომელიც მაღალი ალბათობით, შედის ქალას ღრუში და ქალას ძვლების დაზიანების შემდეგ, ტვინის ნივთიერების დაზიანებით, დადგა სიკვდილი, მიანიშნებს იმას, რომ შუბლის არეში არსებული ჭრილობა, მაღალი ალბათობის ხარისხით უნდა იყოს ტყვიის შესავალი ხვრელი, კეფის არეში არსებული ჭრილობა უნდა იყოს ტყვიის გამომავალი ხვრელი. ექსპერტიზის ფუნქციაში და კომპეტენციაში შედის, რომ დადგინდეს, რომელია რეალურად შემავალი და გამომავალი ხვრელი. შესაბამისად გვეცოდინება, სროლის მიმართულება. ექსპერტებისთვის მთავარია სროლის მანძილის დადგენა. სროლის მანძილის გარკვევის შემდეგ შეიძლება მსჯელობა შეეძლო თუ არა პიროვნებას თავისი ხელით მიეყენებინა ეს დაზიანება", - ამბობს, ალექსანდრე გეჯაძე.
მასალის გამოყენების პირობები






