უკვე მესამე დღეა, რაც ბათუმში მძღოლები მგზავრობის ტარიფის გაზრდის მოთხოვნით აქციას მართავენ. ისინი ცოტა ხნის წინ შეხვდნენ ქალაქის მერიის წარმომადაგენლებს, შეხვედრიდან გამოსულებმა კი უკმაყოფილება გამოთქვეს. მძღოლების განცხადებით, მერიის ხელმძღვანელობამ ათდღიანი ვადა მოითხოვა, რათა პრობლემა მოაგვაროს:
"10 დღის განმავლობაში საკრებულომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება - ფასის ზრდასთან დაკავშირებით, ან სუბსიდირება უნდა მოახდინოს და ჩვენ ამ 10 დღის განმავლობაში მუშაობას ვაჩერებთ. რადგან შეუძლებელია დღევანდელ სიტუაციაში მუშაობა", - განაცხადა აქციის მონაწილემ მერაბ ზაქარაძემ.
"შეგვექმნა შთაბეჭდილება, რომ აზრზე არ იყვნენ, რას ითხოვდა ეს ხალხი. ჩვენ წინასწარ მოვედით აქ, გავაფრთხილეთ, საქმის კურსში იყვნენ მაგრამ აღმოჩნდა, რომ კიდევ 10 დღე სჭირდებათ იმისათვის, რაც 2 წელია ვერ დაადგინეს, ამიტომ მოსახლეობა და ეს ადამიანები არინ უკმაყოფილოები - ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება არ არის მზად მოსახლეობაზე იზრუნოს", - განმარტა უფლებადამცველმა თამაზ ბაკურიძემ.
აქციის მონაწილე მძღოლები ბათუმი-ხელვაჩაურის სამარშრუტო ტარიფის გაზრდას ითხოვენ, რადგან, მათი თქმით, 50 თეთრიანი საფასური გაძვირებული საწვავისა და პროდუქტების ფონზე ყოფით ხარჯებს ვერ ფარავს.
ფოტო: BATUMELEBI.GE
მასალის გამოყენების პირობები






