2020 წლის 3 ნოემბერს საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება #660, რომლის თანახმადაც #368 დადგენილებაში შევიდა ცვლილება და პირბადის ტარების წესში მე-3 მუხლს დაემატა "ა1" პუნქტი, სდაც განსაზღვრულია, რომ ღია სივრცეშიც პირბადის ტარების წესის დარღვევა ისჯება ჯარიმით - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 4211 მუხლით.
2020 წლის 2 დეკემბერს მთავრობის მეთაურმა, გახარიამ მიმართა პარლამენტს კანონპროექტით (07-2/542/9), რომელიც უბრალოდ იდო თაროზე. ასევე, 2021 წლის 15 თებერვალს კიდევ ერთხელ შევიდა იგივე კანონპროექტი პარლამენტში (07-3/31/10) - რომელიც თავის რიგში განიხილეს დაჩქარებული წესით და 18 თებერვალს მიიღეს კანონი - ანუ ცვლილება ასკ 4211 მუხლში. ამ კანონს 18 თებერვალს აწერს ხელს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ამ კანონის მე-2 მუხლში წერია, რომ ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზოგადად კანონი ძალაშია და კანონიერია, როდესაც ის გამოქვეყნებულია საკანონმდებლო მაცნეში. ასევე, აღსანიშნავია, რომ იერარქიულად ნორმატიულ აქტებში - კანონი არის უფრო მაღალ საფეხურზე, ვიდრე დადგენილება.
შესაბამისად, 2020 წლის 4 ნოემბრიდან 2021 წლის 18 თებერვლამდე ასკ 4211 მუხლით ყველა გამოწერილი ჯარიმა არის უკანონო და იურიდიული ძალის არმქონე (ღია სივრცეში პირბადის წესის ტარების დარღვევაზე) - ჯარიმები იწერებოდა დადგენილების საფუძველზე.
ახლა რაც შეეხება თანხებს - შსს ოფიციალური მონაცემები მოთხოვნილ პერიოდზე არ მოგვაწოდა. შესაბამისად, ვიხელმძღვანელეთ შსს ოფიციალური Facebook გვერდით და იქ გამოქვეყნებული ვიდეო-მასალებით. ჯარიმების სტატისტიკა გამოიყურება შემდეგ ნაირად, როგორც ეს მოცემულია ცხრილში:
თარიღი ასკ 42-11
- 30.11.2020 1177
- 01.12.2020 905
- 02.12.2020 945
- 03.12.2020 950
- 04.12.2020 930
- 05.12.2020 904
- 07.12.2020 785
- 08.12.2020 599
- 09.12.2020 831
- 10.12.2020 737
- 11.12.2020 665
- 12.12.2020 642
- 13.12.2020 801
- 14.12.2020 793
- 15.12.2020 784
- 16.12.2020 624
- 17.12.2020 476
- 18.12.2020 615
- 19.12.2020 711
- 20.12.2020 745
- 21.12.2020 877
- 22.12.2020 870
- 23.12.2020 600
- 24.12.2020 400
- 25.12.2020 453
- 26.12.2020 433
- 27.12.2020 484
- 28.12.2020 518
- 29.12.2020 390
- 30.12.2020 430
- 11.01.2021 963
- 12.01.2021 612
- 13.01.2021 1050
- 15.01.2021 988
- 16.01.2021 712
- 17.01.2021 698
- 18.01.2021 986
- 19.01.2021 679
- 20.01.2021 989
- 21.01.2021 916
- 22.01.2021 664
- 23.01.2021 738
- 25.01.2021 641
- 26.01.2021 1235
- 27.01.2021 981
- 28.01.2021 539
- 29.01.2021 710
- 30.01.2021 688
- 31.01.2021 564
- 01.02.2021 685
- 02.02.2021 641
- 03.02.2021 570
- 04.02.2021 631
- 05.02.2021 646
- 06.02.2021 457
- 07.02.2021 600
- 08.02.2021 450
- 09.02.2021 497
- 10.02.2021 563
- 11.02.2021 582
- 12.02.2021 466
- 13.02.2021 611
- 14.02.2021 469
- 15.02.2021 530
- 16.02.2021 733
- 17.02.2021 444
- ჯამი 46002

ანუ, 4211 პრიმა მუხლით - ღია სივრცეში პირბადის წესის დარღვევის წესის დარღვევა - შსს ოფიციალური Facebook გვერდის მონაცემებით 30.11.2020-დან 17.02.2021 ჩათვლით დაჯარიმდა 46002 მოქალაქე 20 ლარით - ანუ, რაც ოფციალურად გვაქვს რაოდენობა - 20*46002 = 920040 ლარი + 1*46002 = 46002 ლარი (საკომისიო) - ანუ, ჯამში 966042 ლარი.
ასევე უცნობია 04.11.2020-29.11.2020, 06.12.2020, 31.12.2020-10.01.2021, 14.01.2021, 18.01.2021 გამოწერილი ჯარიმების რაოდენობა - შესაბამისად უცნობია, რა თანხა ემატება არსებულს.
საორიენტაციოდ თუ ვიმსჯელებთ დღეების რაოდენობით - უცნობი 39 დღის ჯარიმების რაოდენობა იქნება დაახლოებით იგივე, რაც ცნობილია იმ პერიოდისა.
აქედან დასკვნა - ყველა ჯარიმა, რომელიც გამოიწერა ასკ 4211 პრიმა მუხლით - ღია სივრცეში პირბადის წესის დარღვევის წესის დარღვევის შინაარსით - არის ჯარიმები ქართულ-ჯიგრულ პონტში. საუბარია დაახლოებით 1.8 მილიონ ლარზე.
დავით დონერიანი
ა/ო - "ახალგაზრდა თაობა"
მასალის გამოყენების პირობები






