"თემურის გარეშე დედას ცხოვრება წარმოუდგენლად მძიმეა,მე და ანდრია ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მას სიცოცხლის სურვილი დავუბრუნოთ…“ - ქეთი წიკლაური
საზოგადოება - 16:39, 03 Mar, 2021     1641

მომღერალი ქეთი წიკლაური, მამის, თემურ წიკლაურის გარდაცვალებისა და შემდგომი პერიოდის შესახებ წერს, რომელიც ოჯახს ძალიან მძიმედ გადააქვს.

მომღერალი ქეთი წიკლაური, მამის, თემურ წიკლაურის გარდაცვალებისა და შემდგომი პერიოდის შესახებ საუბრობს, რომელიც ოჯახს ძალიან მძიმედ გადააქვს.

როგორც ქეთი ჟურნალ „სარკესთან“ ვრცელ ინტერვიუში აღნიშნავს, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, დედა თავს ცუდად გრძნობს.

„ჯერ კიდევ არ შემიძლია, ვიყო ბოლომდე ადეკვატური, ძნელად მილაგდება აზრები. მართალია, ტვინს გააჩნია ეს უსაშველოდ მტკივნეული ინფორმაცია, მაგრამ მთელი ჩემი არსება ეწინააღმდეგება ამის გააზრებას. ცხოვრება გრძელდება, ასეთი ულმობელია და ჩვენც სხვა გზა არ გვაქვს.

დედა ძალიან სუსტადაა. მას ისედაც აწუხებდა თავისი დაავადება – პარკინსონი, ჰქონდა დაბალი წნევა, რასაც კოვიდიც დაემატა. დედა და მამა გორის ჰოსპიტალში იყვნენ მოთავსებული, დედამ იქ ათი დღე დაჰყო და გამოვიყვანეთ… თემურის გარეშე მისი ცხოვრება წარმოუდგენლად მძიმეა. ამიტომ მე და ანდრია ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მას სიცოცხლის სურვილი დავუბრუნოთ…“- ამბობს ქეთი წიკლაური.

ქეთი წიკლაური ასევე საუბრობს იმ სიახლის შესახებ, რაც მამის ძეგლის დადგმასთან დაკავშირებით არის.

„მამაჩემის მეგობარმა, გააჟღერა პირველად ეს იდეა, რომელსაც ხორცი შეასხა მოქანდაკე ელიზბარ ისაკაძემ. მე ძალიან მომწონს ის, რაც შეიქმნა, მაგრამ ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია. რაც შეეხება მის დადგმას, ჯერ დოკუმენტური საფუძველი სჭირდება, რაც ბევრ საბუთს უკავშირდება. კულტურის სპეციალურმა კომისიამ უნდა განიხილოს ეს საკითხი. არსებობს დროის ფაქტორი და დასკვნა მზადდება იმის საფუძველზე, რამდენად უძლებს ამა თუ იმ ხელოვანის სახელი დროს.

ვნახოთ, რა იქნება. ძეგლისთვის შესაფერის ადგილად კი მზიური მიმაჩნია, ბავშვების საყვარელი პარკი, ზღაპრული და ჯადოსნური. თემურის ძეგლი, როგორც დიდი გულის მქონე კეთილი მომღერლისა, ძალიან დაამშვენებს ამ პარკს“, აღნიშნავს ქეთი წიკლაური.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42