მსახიობი ეკა ჩხეიძე „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშიდობისა საქართველო“ იმ ამბების შესახებ საუბრობს, რომლებმაც ის შეცვალა. ერთ-ერთი არის ავარიის ამბავი, რომლის დროსაც მსახიობი მძიმედ დაშავდა და დაერღვა ვესტიბულური აპარატი, დიდხანს ვერ დადიოდა.
ამ ავარის შემდეგ კი მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა.
„მეგობარმა დაიწყო მოკითხვა, იმდენი მომიარა, იმდენი გადამყვა, რომ ბოლოს მითხრა, ცოლად გამომყევიო.
ალბათ, არასდროს გავთხოვდებოდი, რადგან გათხოვებაზე დღემდე ცუდი რეაქცია მაქვს. მყავდა სერიოზული თაყვანისმცემელი, რომელიც ცოლობას მთხოვდა, მაგრამ იმ პერიოდში არც მიფიქრია, არაფრით არ გავყევი. უცებ აღმოვჩნდი ჩემი მეგობრის ცოლი…
ჩემი კლასელის ძმა იყო და ვიცნობდი ბავშვობიდან, ოღონდ სერიოზულად არ აღიქმებოდა ეს, ყველაზე ვიფიქრებდი, ოღონდ მასზე არა. ამ ავარიამ სრულიად შეცვალა ჩვენი ურთიერთობა, დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ და გადაწყვიტა ჩვენი ბედი. 20 წელი ვიცხოვრეთ ერთად და გვყავს ორი შვილი…“- ამბობს მსახიობი ეკა ჩხეიძე.
მასალის გამოყენების პირობები






