ბაროზო იანუკოვიჩს ტელეფონით ესაუბრა, კიევში კი საგანგებო ვიზიტით კეტრინ ეშტონი ჩავა
მსოფლიო - 08:43, 09 Dec, 2013     1632

ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზო უკრაინის პრეზიდენტს ვიქტორ იანუკოვიჩს ტელეფონით ესაუბრა. ინფორმაცია ამის თაობაზე ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული. ამავე საუბრის დროს გადაწყდა, რომ უახლოეს პერიოდში, მიმდინარე კვირას კიევში საგანგებო ვიზიტით ჩავა კეტრინ ეშტონი.

ბაროზომ კიდევ ერთხელ შეახსენა იანუკოვიჩს ევროკავშირის პოზიცია, რომ უკრაინაში შექმნილი სიტუაცია მხოლოდ დიალოგის გზით შეიძლება დარეგულირდეს.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს „ტვიტერის“ მეშვეობით გამოეხმაურა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი. მისი პროგნოზით, თუ მხარეები მოლაპარაკების მაგიდას არ მიუსხდებიან, ძალადობისა და რეპრესიების ტალღის საშიშროება არსებობს.

უკრაინის მოვლენებს ეხმიანება დასავლეთის პრესაც. მაგალითად, Der Spiegel კი წერს, რომ ანგელა მერკელმა ფსონი ვიქტორ კლიჩკოზე დადო. კლიჩკოს, სავარაუდოდ დეკემბერში ბრიუსელში ევროკავშირის იმ სახელმწიფოს ლიდერების შეხვედრაზე მიწვევენ, რომლებისც ევროპის სახალხო პარტიის წევრები არიან. სავარაუდოდ კლიჩკოს ექნება შეხვედრა ანგელა მერკელთანაც.

სავარაუდოდ, კლიჩკოს პარტია „უდარი" ევროპის სახლახო პარტიისგან და ადენაუერის ფნდიდადნ ლოჯისტიკურ დახმარებასაც მიღებს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია გერმანის საგარეო საქმეთა მინისტრისა და ანგელა მერკელის თანაშემწის კლიჩკოსთან კონფიდენციალური შეხვედრის შესახებ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42