გერმანიის ფედერალური პრეზიდენტი სოჭის ოლიმპიადას ბოიკოტს უცხადებს
მსოფლიო - 13:15, 08 Dec, 2013     3226

გერმანიის პრეზიდენტი იოახიმ გაუკი სოჭის ზამთრის ოლიმპიადაზე არ გაემგზავრება. ამის შესახებ გფრ-მ უკვე ჩააყენა საქმის კურსში რუსული მხარე. ინფორმაციას გერმანული „შპიგელი“ ავრცელებს. გერმანული მედია წერს, რომ „ეს გადაწყვეტილება შეიძლება განვიხილოთ, როგორც რუსეთის მხრიდან ადამიანის უფლებათა დარვევისა და ოპოზიციის რეპრესიების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება“.

ამასთან, გერმანიის პრეზიდენტი ხაზს უსვამს, რომ მისი ეს გადაწყვეტილება არ არის გერმანელი ათლეტების მიმართ უპატივცემოლობის გამოვლინება: მისი თქმით, სპორტსმენებს სოჭიდან დაბრუნების სემდეგ პირადად მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტად არჩევის დღიდან, ანუ 2012 წლიდან, ბუნდესპრეზიდენტი (ფედერალური პრეზიდენტი) არც ერთხელ არ ჩასულა რუსეთში ოფიციალური ვიზიტით. მას არაერთხელ გაუკრიტიკებია რუსეთი ადამიანის უფლებათა დარღვევისთვის. 2012 წლის ივნისში გფრ-ის პრეზიდენტმა უარი თქვა ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზეც და მიზეზად სამუშაო გრაფიკი დაასახელა.

ბუნდესპრეზიდენტი, ანუ ფედერალური პრეზიდენტი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მეთაური და პირველი პირია, თუმცა ნაკლები პოლიტიკური გავლენა აქვს ბუნდესკანცლერთან შედარებით. წარმოადგენს ქვეყანას საერთაშორისო ურთიერთობებში.

მისი კომპეტენციის ფარგლებში შედის აგრეთვე საშინაო პოლიტიკის საკითხები: როგორიცაა ფორმალური მხარდაჭერა საკანონმდებლო აქტების მიღებისას; მთავრობების, მინისტრების, მოსამართლეების და სხვათა დანიშვნა; პრეროგატივა პარლამენტის დათხოვნის და ახალი არჩევნების დანიშვნის.

ფედერალური პრეზიდენტი ირჩევა 5 წლის ვადით სპეციალურად მოწვეული ფედერალური კრების მიერ. 2012 წლიდან გერმანიის ბუნდესპრეზიდენტი იოახიმ გაუკია. ის ლუთერანული ეკლესიის ყოფილი პასტორია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42