მარნეულში დღეს დატრიალებული შემზარავი ტრაგედიის შესახებ გოგებაშვილის ქუჩაზე მცხოვრებლები საუბრობენ. დღის პირველ ნახევარში საცხოვრებელ სახლში ახალგაზრდა ცოლ-ქმარი და მათი მცირეწლოვანი შვილი გარდაცვლილები იპოვეს.
ირკვევა, რომ ოჯახი ტრაგედიის ადგილზე სულ რამდენიმე თვეა ცხოვრობდა.
სამი ადამიაანის გარდაცვალების მიზეზად სავარაუდოდ გაზის გაჟონვა სახელდება. თუმცა ამ ვერსიას ბინის მეპატრონე არ ადასტურებს.მისი მტკიცებით, ბინაში ბუნებრივი აირი შეყვანილი არ არის.
„ჩემს ბინაში ისინი დროებით ცხოვრობდნენ, ბინაში გაზი შეყვანილი არ არის. გარდაცვლილი 23 წლის მამაკაცია, მისი მეუღლე, ქუთაისელი 21 წლის იყო, ბავშვი კი, დაახლოებით წლინახევრის.სამივე გარდაცვლილი დღეს დილით იპოვეს, გაზით გარდაცვალება გამორიცხულია, რადგან ამ სახლში შეყვანილი არ არის, ელექტრო გამათბობელით თბებოდნენ.” – აცხადებს ბინის მეპტრონე.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბონერგიის, გაზის, ნავთობის, ან ნავთობპროდუქტის ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.
მასალის გამოყენების პირობები






