"გირჩის" წევრის, ნინა საჯაიას ინფორმაციით, კვირას, როცა პოლიცია ზურა ჯაფარიძის მიერ გახსნილს ბარში შევიდა, მათ ერთ-ერთ მხარდამჭერს, ქეთი კალაძეს თვალი დაუზიანა - მისივე თქმით, პოლიციელმა მას გაღვიძების მიზნით იდაყვი თვალში ჩაარტყა.
საჯაია აცხადებს, რომ დაზარალებულს მხედველობა ფაქტიურად დაუქვეითდა და აქვს საშინელი ტკივილები, სავარაუდოდ ბადურა აქვს დაზიანებული.
"კვირას, საღამოს, ჯაფარას ბარში როცა შემოვიდა პოლიცია, ხალხი გაყარედ და ბარი დალუქეს, ეს არ იკმარეს და ჩვენს ერთერთ მხარდამჭერს, ქეთი კალაძეს რომელსაც პუფში ეძინა, პოლიციამ იდაყვით თვალი დაუზიანა (გამოფხიზლების მიზნით თვალში ჩაარტყა იდაყვი).
ქეთი გადაყვანილია საავადმყოფოში, მხედველობა ფაქტიურად დაუქვეითდა და აქვს საშინელი ტკივილები. სავარაუდოდ ბადურა აქვს დაზიანებული.
როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ქვეყანაში ეს ყველაფერი და რამდენი მაკო გომური უნდა ვაპატიოთ ამ ზონდერებს", - წერს ნინა საჯაია.
როგორც ირკვევა, ბარში კამერები არაა პოლიციელის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა.
მასალის გამოყენების პირობები






