კათოლიკოს-პატრიარქის დღევანდელ ქადაგებას მეუფე პეტრე უკვე გამოეხმაურა. მისი თქმით, ილია მეორეს "სიტყვები მიმართულია საზოგადოების იმ ნაწილისკენ, რომელსაც სჯერა ამ ცბიერი კერპის".
„ეს განცხადება მიმართულია არა სახარებისეული სწავლების თანახმად, არამედ მხოლოდ საზოგადოების იმ ნაწილისათვის, რომელსაც სჯერა ამ ცბიერი კერპისა და საშიშროება არსებობს, რომ ეს კერპი დაინგრეს. მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების ამ ნაწილის მისამართით არის გაკეთებული ეს განცხადება და არა იმისათვის, რომ ის მოწყალე მამაა. მოწყალე მამა საპატიმროში არ ჩატოვებს მის შვილს და ყველაფერი რა განსაცდელშიც დღეს ეკლესიაა და რამაც განაპირობა მეუფე პეტრეს მიერ ხმის ამაღლება, ყველაფერი გამოიწვია იმან, რომ უდანაშაულო ადამიანი ჩასვეს ციხეში ბინძური დაკვეთით”, – განაცხადა მეუფე პეტრემ.
საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ ყოფილი ჭყონდიდელი მიტროპოლიტს, მეუფე პეტრეს "უძღებ შვილს" შეადარა.
ქადაგებისას პატრაიარქმა თქვა, რომ პეტრე ცაავა გაზარდეს, როგორც შვილი.
მასალის გამოყენების პირობები






