N8 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი საკანში ჯაჭვით არის დაბმული, თანამშრომლები კი მას თავში ნემსებს უკეთებენ? - რას ამბობს პენიტენციური
საზოგადოება - 14:16, 15 Feb, 2021     1271
სპეციალური პენიტენციური სამსახური გავცელებულ ინფორმაციას, თითქოს, თითქოს გლდანის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი სამარტოო საკანში ჯაჭვით არის დაბმული, პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლები კი მას თავში ნემსებს უკეთებენ სიცრუეს უწოდებს:


სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ტელეკომპანია "მთავარი არხის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს გლდანის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი სამარტოო საკანში ჯაჭვით არის დაბმული, პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლები მას თავში ნემსებს უკეთებენ და გაურკვეველ წამლებს ძალის გამოყენებით ასმევენ, რის გამოც პატიმარს სუიციდის მცდელობაც ჰქონდა. სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ ეს არის სრული სიცრუე. ამასთან, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სიმართლის დადგენის მიზნით, სამსახური მოუწოდებს სახალხო დამცველს, შეისწავლოს მოცემული შემთხვევა და დაინტერესების შემთხვევაში, სპეციალური პენიტენციური სამსახური უზრუნველყოფს სახალხო დამცველის აპარატისთვის ვიზუალური ვიდეომეთვალყურეობის შედეგად მოპოვებულ მასალის გაცნობას.

მსჯავრდებული თ.ე. (დაბ. 1992 წ.), რომელსაც სავარაუდოდ გულისხმობს სიუჟეტის ავტორი (ვინაიდან სწორედ მოცემული მსჯავრდებულის დედა და ადვოკატი იყვნენ სიუჟეტის რესპოდენტები), გასამართლებულია საქართველოს სსკ 236-ე მუხლის მეოთხე (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარება) და 237-ე მუხლის პირველი ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა (თოფისა)), მისი მაკომპლექტებელი დეტალის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით ან გამოძალვა) და N8 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება 2020 წლის 24 იანვრიდან ელექტრონულ-ვიზუალური მეთვალყურეობის ქვეშ. დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში მსჯავრდებული თ.ე. ავლენდა აგრესიას სხვა მსჯავრდებულების მისამართით, რამდენჯერმე მიიყენა თვითდაზიანება და ხშირ შემთხვევაში უარს აცხადებდა სამედიცინო მომსახურების მიღებაზე, ასევე არასოდეს განმარტავდა, რა გახდა თვითდაზიანების მიყენების საფუძველი.

2020 წლის 4 თებერვალს ჩაუტარდა ნარკოლოგის კონსულტაცია და დაესვა დიაგნოზი: სხვადასხვა სახის ნივთიერების ერთდროული მოხმარებით და სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებების მიღებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობანი; ფსიქოაქტიური ნივთიერებებისადმი დამოკიდებულების სინდრომი. ამასთან, დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში მსჯავრდებულს არაერთხელ აქვს ჩატარებული ფსიქიატრის კონსულტაცია, დასმული აქვს დიაგნოზი: პერსონოლოგიური აშლილობა და ჩაუტარდა შესაბამისი მკურნალობა.

ვინაიდან სასჯელის მოხდის პერიოდში თ.ე.-ს არაერთხელ მოუვიდა დაპირისპირება თანამესაკნეებთან, სხვა მსაჯვრდებულებთან დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით ამჟამად თ.ე. მოთავსებულია მარტო 2-კაციან საკანში, რომელზეც ხორციელდება 24-საათიანი ელექტრონულ-ვიზუალური მეთვალყურეობა. ამასთან, სხვა პატიმრებთან თ.ე.-ს დაპირისპირების ფაქტებთან დაკავშირებით დადგენილი წესით გაგზავნილია შეტყობინებები საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში. მიმდინარე წლის 14 თებერვალს N8 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა საგამოძიებო ჯგუფი. სავარაუდოა, რომ მსჯავრდებულმა მოსალოდნელი სასჯელის თავიდან არიდების მიზნით ოჯახის წევრებს მიაწოდა ცრუ ინფორმაცია, რომ მასზე პენიტენციურ დაწესებულებაში ხდებოდა ძალადობა, რათა ამ გზით ზეწოლა მოახდინოს საგამოძიებო უწყებაზე" - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42