კიევის პატრიარქი: „რუსეთი ცდილობს, უკრაინა საბაჟო კავშირში გააწევრიანოს და ახალი იმპერია შექმნას“
მსოფლიო - 15:34, 06 Dec, 2013     2790

„რუსთავი2“-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში კიევის პატრიარქმა საკმაოდ ვრცლად ისაუბრა ბოლო 16 წლის განმავლობაში კიევში და ზოგადად ქვეყანაში შექმნილ საკმაოდ რთულ ვითარებაზე.

ფილარეტმა აღნიშნა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია 1 დეკემბერს, სტუდენტების მშვიდობიანმა აქციის ძალისმიერად დაშლამ. მისი ინფორმაციით, სტუდენტები საკმაოდ მშვიდობიანი ფორმებით აპროტესტებდნენ იმას, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვილნიუსში ხელი არ მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების დოკუმენტს:

„ჩვენი პოზიცია ხალხთანაა, მოსახლეობა მოედანზე გამოვიდა, რადგან უკრაინამ უარი თქვა ევროკავშირთან შეთანხმების გაფორმებაზე. მთელი წლის განმავლობაში ხალხი ამისათვის ემზადებოდა და როდესაც ვილნიუსში იანუკოვიჩმა ხელი არ მოაწერა, ხალხი გაბრაზდა.

პირველები სტუდენტები გამოვიდნენ ქუჩაში, მათ არ უნდოდათ ოპოზიციასთან გაერთიანება, რადგან მშვიდობიან აქციას აწყობდნენ, რომ გამოეხატათ თვისი სურვილი ევროპაში გაერთიანებასთან დაკავშირებით. მაგრამ ეს ბავშვები დაარბიეს და სცემეს.

ამის შემდეგ აქციებმა უკვე სხვა სახე მიიღო. მათ შეუერთდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები და სიტუაცია იქამდე მივიდა, რომ ხალხმა მთავრობის გადადგომის მოთხოვნა და ხელისუფლების შეცვლა მოითხოვა“, - ამბობს ინტერვიუში კიევის პატრიარქი.

კიევის პატრიარქმა ასევე ისაუბრა საქართველოზე და უკრაინა-რუსეთის ურთიერთობებზე. პატრიარქმა ფილარეტმა აღნიშნა, რომ ვილნიუსში უკრაინის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერაზე უარის თქმაში საკმაოდ დიდი გავლენა რუსეთის იყო:

„რუსეთი სხვადასხვა მეთოდებს იყენებს იმისთვის, რომ უკრაინა საბაჟო კავშირში გააწევრიანოს და შექმნას საფუძველი ახალი იმპერიისთვის. შემდეგ ეს კავშირი იქნება სლავური ან სხვა სახელწოდების და დაუპირისპირდება ევროკავშირს. რუსეთის ფაქტორმა დიდი გავლენა მოახდინა ამ გადაწყვეტილებაზე და შედეგიც სახეზეა. სწორედ ამიტომ არის ხალხი გამოსული, რომ რუსეთმა თვისი ვერ გაიტანოს. ჩვენ ძალიან ვაფასებთ მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას გენერალურ ასამბლეაზე. მან სიმართლე ილაპარაკა“, - აღნიშნა „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში კიევის პატრიარქმა ფილარეტმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42