25 წლის თორნიკე კიპაროიძე​, რომელიც ხანძრის ქრობის დროს ტრაგიკულად დაიღუპა საპატიო ყარაულის თანხლებით დაკრძალეს - უმძიმესი ფოტოები
საზოგადოება - 12:34, 15 Feb, 2021     1357

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელი – 25 წლის თორნიკე კიპაროიძე​, რომელიც რამდენიმე დღის წინ ხანძრის ქრობის დროს ტრაგიკულად დაიღუპა, ბათუმის საკათედრო ტაძრიდან საპატიო ყარაულის თანხლებით გაასვენეს.

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული მეხანძრე-მაშველის ოჯახს, თანამშრომლებსა და ახლობლებს შინაგან საქმეთა მინისტრმა – ვახტანგ გომელაურმა სამძიმარი გამოუცხადა.

„პირველ რიგში მინდა ოჯახს მივუსამძიმრო. მართლა ძალიან კარგი, ვაჟკაცი, ადამიანი გამოაკლდა ოჯახს, ჩვენს სამსახურს, სამშობლოს.

ნამდვილად გმირები არიან ეს ადამიანები, ვინც აქ დგანან, ხედავთ, ყოველი ადამიანი სიცოცხლეს სწირავს, თითოეული ჩვენი მოქალაქის გადასარჩენად. ერთი ეს შემთხვევაც იყო სამწუხაროდ. ეს ადამიანი გამოგვაკლდა, მართლა კარგი ადამიანი, კარგი შვილი, კარგი მეუღლე.

ვუსამძიმრებთ კიდევ ერთხელ ოჯახს,“ – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად, გმირი მეხანძრე-მაშველისთვის პატივის მისაგებად ბათუმში იმყოფებოდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი – თეიმურაზ მღებრიშვილი, მისი მოადგილე – ლევან ღირსიაშვილი და სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი – დავით სუხიშვილი. გარდაცვლილი უკანასკნელ გზაზე სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოსულმა მეხანძრე-მაშველებმა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა გააცილეს.

თორნიკე კიპაროიძე სამხედრო პატივით დაიკრძალა. საპატიო ყარაულმა ​მის ხსოვნას პატივი საგანგებო ზალპით მიაგო, გარდაცვლილის ოჯახს კი საქართველოს სახელმწიფო დროშა გადასცა.

თორნიკე კიპაროიძე 11 თებერვალს გამოძახებაზე იმყოფებოდა, რა დროსაც სახანძრო კიბიდან ჩამოვარდა. მედიკოსების ჩარევის მიუხედავად, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ახალგაზრდა მეხანძრე-მაშველი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ბოლო ერთი წლის განმავლობაში გამორჩეული სიმამაცით მუშაობდა. 2014-2018 წლებში ის თავდაცვის ძალებში მსახურობდა. 2017-2018 წლებში მონაწილეობა მიიღო ავღანეთის სამშვიდობო მისიაში.

თორნიკე კიპაროიძე დაჯილდოებულია მედლით – “სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისთვის”. მას მეუღლე და ერთი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42