"იმედი მქონდა, რომ ცოლად შემირთავდა“ - რა წერია ჩვენებაში, რომელიც 14 წლის გოგომ თვითმკვლელობამდე მისცა
საზოგადოება - 00:19, 14 Feb, 2021     7857

ცნობილი ხდება ქობულეთში, 14 წლის გოგოს გარდაცვალების ახალი დეტალები. "პრაიმტაიმმა" მოიპოვა ჩვენება, რომელიც არასრულწლოვანმა თვითმკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე მისცა.

საქმეში დევს არასრულწლოვნის სულ სამი ჩვენება. ჩვენ სრული შინაარსის გამოქვეყნებისგან თავს ვიკავებთ, თუმცა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებთ ვაქვეყნებთ მხოლოდ ამონარიდს.

ირკვევა, რომ დაკითხვის დროს გამოძიება გოგონას სხეულზე არსებული დაზიანებებით დაინტერესდა, რაზეც მან უპასუხა:

„აღნიშნული დაზიანება მივიღე ჩემს საცხოვრებელ სახლში, მე შემთხვევით შევეჯახე კედელს. სწორედ აღნიშნულით არის გამოწვეული დაზიანება. განგიმარტავთ, რომ აღნიშნული დაზიანება მიღებულია ნ.ტ-სთან სქესობრივი კავშირის დამყარებამდე რამდენიმე დღით ადრე, კერძოდ 2020 წლის დეკემბრის თვეში, ზუსტი რიცხვი არ მახსოვს“, – წერს გოგონა ჩვენებაში.

არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის დამყარების ბრალდებით დაკავებული ნ.ტ-ს ადვოკატი კი ამბობს, რომ ოჯახის წევრების ზეწოლით გოგონამ დაზიანებების რეალური მიზეზი დამალა.

„თქვენ ალბათ გახსოვთ, დედის კომენტარი, როცა ამბობს, რომ ბავშვი ბიძებმა უმოწყალოდ სცემეს და მოკვლით დაემუქრნენ, რომ პოლიციაში არაფერი ეთქვა. სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ ამბობს, რომ სახლში კედელს მიეჯახა. აღნიშნული დაზიანებების მიღება, შემთხვევით კედელზე შეჯახებით გამორიცხულია“, – ამბობს ადვოკატი.

რაც შეეხება ბრალდებულ ნ.ტ-თან ურთიერთობას, არასრულწლოვანი გოგონა ჩვენებაში ჰყვება, რომ მათ ურთიერთობა ნებაყოფლობით ჰქონდათ, ვინაიდან იმედოვნებდა, რომ ნ.ტ ცოლად მოიყვანდა.

„აღნიშნული მოხდა ორივეს ნებით და თანხმობით. ნ.ტ-ს მხრიდან ადგილი არ ჰქონია ძალადობას, მუქარას ან რაიმე სახის იძულებას. იმედი მქონდა, რომ ის ცოლად შემირთავდა“, – ყვება ჩვენებაში 14 წლის გოგონა.

14 წლის გოგონა დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთში დაკრძალეს. როგორც ცნობილია, მასთან სქესობრივი კავშირის დამყარების ბრალდებით დაკავებულია 23 წლის ნ.ტ, თუმცა გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაც გრძელდება და არ არის გამორიცხული, საქმეზე სხვა პირების დაკავებაც მოხდეს.


იხილეთ სრულად: პრაიმტაიმი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42