ქობულეთის სოფელ ქაქუთში გარდაცვლილი 14 წლის გოგონას დედა თურქეთიდან საქართველოში დაბრუნდა და მედიასთამ მომხდარი ფაქტის შესახებ პირველად ისაუბრა.
დედის ინფორმაციით, 23 წლის მამაკაცმა არასრულწლოვანი პირველად ზაფხულში გააუპატიურა. მისივე განცხადებით დაკავებულმა მისი შვილი მეორედ დეკემბერშიც გააუპატიურა, რის შემდეგაც პოლიცია ჩააყენეს საქმის კურსში.
თუმცა, ძალადობის შესახებ ოჯახის წევრებმა დეკებერში გაიგეს, როდესაც ძალადობა მეორედ მოხდა.
დედამ დღეს ტელეკამერების წინ აღიარა ისიც, რომ ძალადობის მსხვეტპლის ბიძები უმოწყალოდ გაუსწორდნენ:
"სანამ პოლიციაში წაიყვანეს, უმოწყალოდ სცემეს საკუთარმა ბიძებმა... ექსპერტიზას უთქვამს, ზურგი, ფეხები, სულ ყველაფერი დაშავებული ჰქონდა ბავშვს ცემისგან. მერე წაიყვანეს პოლიციაში და მანქანაში ემუქრებოდნენ თურმე ნათესავები, არაფერი თქვა ჩვენზე, თორემ მოგკლავთო. ეს ყველაფერი მე ბავშვმა მომიყვა თვითონ", - ამბობს “ტვ 25”-თან საუბარში გარდაცვლილი 14 წლის გოგონას დედა.
მასალის გამოყენების პირობები






