"ორჯერ მოვხვდი მორგში... უფროსმა მამიდამ არ გააკვეთინა ჩემი თავი და გადავრჩი..."- "კვაზის" ტრაგიკული და დაუჯერებელი ამბავი
საზოგადოება - 12:17, 12 Feb, 2021     1276
ყველათვის საყვარელი სერიალის, ჩცდ-ს ერთ-ერთი გამორჩეული მსახიობი ,ზურაბ ანთელავა იგივე "კვაზი", მერიკო კარტოზიას გადაცემაში მისი ცხოვრების საინტერესო ფრაგმენტები გაიხსენა.

მსახიობი ამბობს, რომ ის დედის გარეშე გაიზარდა, 4 თვის იყო როცა დედას მფრნავი მენინგიტი დაემართა და მამიდა აღმოჩნდა ის ერთადერთი ადამიანი, ვისთანაც არ ტიროდა.

როგორც თავად ამბობს ძალიან მძიმე ბავშვობა ჰქონდა - 2-ჯერ წაიყვანეს მორგში, რომ განეკვეთათ, თუმცა უფროსმა მამიდამ არ დაუშვა ეს მომხდარიყო.

"4 თვის ვიყავი, როდესაც დედა გახდა ავად. მფრინავი მენინგიტი დაემართა. ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო, სანამ მამიდა წამომიყვანდა, ბაბუა და მამა მზრდიდა.

სანამ წამომიყვანდნენ ორჯერ მოვხვდი მორგში. უფროსმა მამიდამ არ გააკვეთინა ჩემი თავი და გადავრჩი. შემდეგ ვენერა მამიდას უთხრეს, წაიყვანე ეს ბავშვი, იქნებ გადარჩესო.

ერთადერთი ქალი იყო, რომელმაც ამიყვანა ხელში და გავჩერდი. მამამ სხვა ოჯახი შექმნა. დედამ დაკარგა მეხსიერება, მხედველობა, სმენა… ნელა-ნელა გამოვიდა, მაგრამ სმენა არ დაბრუნებია.

დედას მხოლოდ ბავშვობაში ვნახულობდი, მაგრამ არ ვიცოდი რა იყო დედა. ის შორიდან მოდიოდა. ეტყობა ხვდებოდა… ვერ მიახლოვდებოდა, დედის და შვილის ურთიერთობა არ ჩამოყალიბდა რამდენიმე წელი.

სამ წლამდე მამიდაჩემს ვეძახდი დედას. შემდეგ დავუძახე მამიდა. ჩემი ძმა იყო დარჩენილი დედასთან და ფაქტიურად მან მოუარა ბოლომდე.

სიტყვა დედის თქმა მიჭირდა. შემდეგ უფრო მომინდა ეს ურთიერთობა. როცა დავქორწინდი, მეუბნებოდა, თამაზის ხომ ვუნახავდი პენსიას და ახლა შენ დაგიგროვებო.

ტრაგედია იმაშია, როცა ესპანეთში წავედი, ვეღარ დავდიოდი მასთან ხშირად, ერთხელაც როცა ჩამოვედი, ჩემს ძმას დავურეკე წავედით-მეთქი. ჩავედით, ჩვეულებრივად დაგვხვდა მეზობლები. არ გამკვირვებია ასე დახვედრა… მივედი ეზოში, ჭიშკარი ღიაა, კარები ღიაა, შევედი და დედა გარდაცვლილი დამხვდა" ,- ამბობს მსახიობი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42