მომღერალმა ცისანა სეფიაშვილმა სიმსივნე დაამარცხა.
მომღერალმა გია ჯაჯანიძის გადაცემაში მაყურებელს ის ისტორია უამბო, რომელიც აქამდე არავინ იცოდა.
როგორც სეფიაშვილმა განაცხადა 25 წლის ასაკში მას კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, რის შემდეგაც მამამ, ცნობილმა კომპოზიტორმა ჯემალ სეფიაშვილმა სამკურნალოდ საზღვარგარეთ წაიყვანა.
შემდეგ, ონკოლოგიურ კლინიკაში სიმსივნით დაავადებულ ქალბატონებს ვხვდებოდი და ამის შესახბე ვუყვებოდი” – განაცხადა მომღერალმა.
ცისანა სეფიაშვილმა ის პირველი წუთები გაიხსენა, როცა ახალგაზრდა ასაკში სიმსივნის დიაგნოზის შესახებ უთხრეს.
“პირველი წუთი… როდესაც რაღაც ხდება, მე ვქვავდები. გავშეშდი, შევხედე ჯემალს და ვუთხარი, მე აქ არ დავრჩები, წამიყვანე აქედან! ჯემალს თვალები ცრემლებით აევსო და წავედით.
შესაძლოა ბედისწრის ბრალი იყო, მამასთან მოვიდა, ქალბატონი, რომელმაც თქვა, საშვილოსნოს კიბო მქონდა და ფსიქოლოგთან სიარულის შემდეგ დავამარცხეო.
ჯემალმა მორიდებით მკითხა, ხომ არ ივლი ფსიქოლოგთანო, დავთანხმდი და 6 თვეში დავამარცხე სიმსივნე” – განაცხადა სეფიაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






