მომღერალი, ანსამბლ „ივერიას“ წევრი, თემურ წიკლაური პირველ თებერვალს 75 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ წიკლაური თავს მხნედ გრძნობდა და სცენაზე ბოლომდე იდგა, ის გულიში დიდ დარდს ატარებდა.
წიკლაური მოგობრებმა, თემურ თათარაშვილმა და ვახტანგ ტატიშლიმა გადცემაში „პროფილი“ მომღრელის ტრაგედია გაიხსენეს.
თემურ თათარაშვილი: გიორგის გარდაცვალების შემდეგ ერთ თვეში დაიდგა მუზიკლი „არგონავტები“. ამ არიას თემური, თან ტიროდა, თან მღეროდა. ტექსტიც ისეთი იყო თითქოს თავის შვილზე ყვებოდა ამბავს... მაშინ ეტყობოდა თემურს, რომ შვილთან ყოფნა უნდოდა, მაგრამ ისე არა რომ თავი მოეკლა. ის მორწმუნე იყო, უბრალოდ შვილთან უნდოდა.
ვახტანგ ტატიშვილი: გიორგის გარდაცვალების შემდგე თემურ წიკლაური, უწმინდესს, ილია მეორე შეხვდა. ჩვენ არ ვიცით რა ესაუბრა პატრიარქმა მას, მაგრამ თემური ჩვენკენ მოტრიალდა და ერთ თვეში სცენაზე იდგა. ილია მეორემ ის გზაზე დააყენა, გაამხნევა.
მასალის გამოყენების პირობები






