"სინოდის გადაწყვეტილების ზეპირი გამოცხადების დროს, დაშვებულია შეცდომა" - ლელა ჯეჯელავა გარეჯზე
საზოგადოება - 21:22, 11 Feb, 2021     1286

ეთიკურ და კონფესიურ ურთიერთობათა ცენტრის ხელმძღვანელი ლელა ჯეჯელავა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, წმიდა სინოდმა განაჩინა, რომ აზერბაიჯანთან საქართველოს სახელმწიფო საზღვარი 1938 წლის იმ რუკით უნდა გაევლოს, რომლის გადამალვასაც პროკურატურა კარტოგრაფებს ედავება და აღნიშნავს, რომ ეს ფაქტობრივი შეცდომაა - მისივე თქმით, მიტროპოლიტისგან ასეთი შეცდომა გაუგებარია, რადგან ის კომპეტენციის ნაკლებობას არ უჩივის.

"სანამ არ იქნება სინოდის განჩინება, თავს შევიკავებ რაიმე კატეგორიული მსჯელობისგან. მაგრამ მე მომეჩვენა, რომ სინოდის ამ გადაწყვეტილებამ, რაც მოვისმინეთ, მაგრამ ჯერ არ ვიცით რა ფორმით აისახება ეს განჩინებაში, გაამაგრა პროკურატურის პოზიცია, რომელიც დაობს სწორედ იმაზე, რომ არ იყო გამოყენებული 1937-38 წლის რუკა.

მაგრამ როგორც მოვუსმინე მიტროპოლიტ დავით ალავერდელს, რომელმაც თქვა, რომ სინოდმა იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის საზღვარი უნდა გაივლოს 1937-38 წლის რუკის მიხედვით, როგორც ეს 1996 წლის ხელშეკრულებაშია მითითებული - უნდა გითხრათ, რომ ამ ხელშეკრულებაში ამ რუკაზე საუბარი არ არის, არის საუბარი 1938 წლის 1:500 00 რუკაზე.

ანუ ის რაც განაცხადა ალავერდელმა და რაც არის ხელშეკრულებაში, ვფიქრობ შეცდომაა. კომპეტენციის ნაკლებობა გამორიცხულია, მით უმეტეს ალავერდელთან დაკავშირებით. არ ვიცი ეს რატომ მოხდა. არ გამოვრიცხავ, და ეს არ იქნება პირველი შემთხვევა რომ განჩინებაში შეიძლება აღმოჩნდეს ისეთი ფორმულირება, რომელიც არ განხილულა სინოდზე. დაშვებულია ფაქტობრივი შეცდომა გადაწყვეტილების ზეპირი გამოცხადების დროს. ანუ ხელშეკრულების საფუძველი არ არის ის რუკა, რომელზეც არის მითითება", - განაცხადა ჯეჯელავამ "ფორმულასთან".

ცნობისთვის, მეუფე დავითმა საპატრიარქოს ტელევიზიასთან განაცხადა, რომ 200 000-იანი მასშტაბის რუკა, რომელსაც კარტოგრაფები ხარვეზიანად მიიჩნევენ და მოლაპარაკებებში გამოსაყენებლად უვარგისად თვლიან, სინოდმა საზღვრის დელიმიტაციის პროცესში მთავარ დოკუმენტად დაადგინა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42