CIU მულტიმედია ცენტრი მომავალი ჟურნალისტებისთვის
საზოგადოება - 11:09, 11 Feb, 2021     1333

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში (CIU) მოხვედრისას, ნებისმიერი ჟურნალისტი იმ განსაკუთრებულ სივრცეს აუცილებლად მიაგნებს, სადაც რეალურ სარედაქციო რეჟიმში ყველას თავისი როლი აქვს: კორესპონდენტები, წამყვანები, რეჟისორები, პროდიუსერები, ფოტოგრაფები, ოპერატორები, მემონტაჟეები... ეს CIU მულტიმედია ცენტრია, ადგილი, სადაც მომავალი ჟურნალისტები იწვრთნებიან.

დოკუმენტური ფილმები, მულტიმედიური საგანმანათლებლო პროექტები, სიუჟეტები, რადიოგადაცემები, პერიოდული გამოცემები, მობილური ჟურნალისტიკა და ციფრული პროდუქცია, ასევე წარმატებული თანამშრომლობა ქვეყნის წამყვან ტელეარხებთან - ეს იმ საქმიანობის არასრული ჩამონათვალია, რასაც CIU მულტიმედია ცენტრი მომავალ სტუდენტებს სთავაზობს.

„ჩვენი ზრუნვის მთავარი ობიექტი სტუდენტია, მისი მიზნებით, ინტერესებითა და ისტორიებით. ჩვენ ვასწავლით, რა არის ამბავი და როგორ შეიძლება მისი გადმოცემა. თუმცა ყოველთვის ვუტოვებთ ახალგაზრდას ინდივიდუალური ინტერპრეტირების საშუალებას, რადგან ჟურნალისტიკა თავისუფლების გარეშე არ არსებობს“, აღნიშნავს ცენტრის ხელმძღვანელი ნინო ჭალაგანიძე.

ის, რასაც ჰქვია ჟურნალისტიკა

„ჩვენ ვთვლით, რომ ღირებულ, საინტერესო მედიაპროდუქტს ადამიანი ქმნის და არა - ტექნიკა. მულტიმედია ცენტრის ინტელექტუალური სივრცე სტუდენტს პრაქტიკული ცოდნას აძლევს, ეხმარება, ჩაერთოს საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებაში და თეორიული ცოდნა პრაქტიკული უნარებით გაიმყაროს“, აღნიშნავს მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი სულხან მელაძე.

სწორედ ასე შეიქმნა CIU მულტიმედია ცენტრში დოკუმენტური ფილმები, რომლებიც წამყვან ტელეარხებზე გავიდა. მათ შორისაა: „მე მთელ დედამიწას დუელში ვიწვევ“, „უკანასკნელი ნოტები“, „დაბრუნება“, „დიდი სიყვარულის პატარა ისტორია“, „საღვინე სახლი“ და სხვა ფილმები.

სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების ერთობლივი ნამუშევარია შემეცნებითი სატელევიზიო პროექტი „60 წლის 60 წამი“, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერშით გაიცნო მაყურებელმა. პროექტის ფარგლებში 18 ვიდეორგოლი მომზადდა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული უნიკალური ხელნაწერები რეალური ისტორიებით გააცოცხლა.

შემეცნებითი მიმართულებს კიდევ ერთი გადაცემა: „დღემდე მოტანილი ისტორია“, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასთან თანამშრომლობით მომზადდა.

გარდა ისტორიისა, მულტიმედია ცენტრის მომავალი ჟურნალისტები თავიანთ ობიექტივში ხელოვნებასა და კულტურასაც აქცევენ. გადაცემით „ავტოგრაფი“ აუდიტორიამ კიდევ უფრო ახლოს გაიცნო ქართული კულტურისა და ხელოვნების ღირსეული წარმომადგენლები: ფერმწერები, მსახიობები და სხვ.

მომავალ ჟურნალისტებს უყურადღებოდ არც ვეტერანი ჟურნალისტები დარჩენიათ. „ცისფერი ეკრანის ზღაპრები“ საქართველოს პირველი ტელევიზიის 60 წლისთავს მიეძღვნა და მონატრებულ მაყურებელს ლეგენდარულ ჟურნალისტთა განვლილი ცხოვრება განსხვავებული რაკურსით დაანახა.

გადაცემათა კიდევ ერთი ციკლი, სახელწოდებით „...სახლი“ იმ კარ-მიდამოს გვაცნობს, სადაც ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებული შვილები საქართველოს ისტორიას ქმნიდნენ. ინტერიერის დიზაინი, თოთოეული ნივთი პატრონის ხასიათსა და თვისებებზე უკეთ გვიყვება, ვიდრე ოფიციალური დოკუმენტები.

თანამედროვე მიდგომები და 2020 წლის გამოწვევა

კორონავირუსის მსოფლიო პანდემიამ მულტიმედია ცენტრის საქმიანობა ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა: რეალობასთან ადაპტირებული საგანმანათლებლო პროცესის ხელშეწყობა და არსებულ მოთხოვნებთან შესაბამისობა რთული, მაგრამ მიღწევადი მიზანი აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ სწავლების დისტანციური ფორმატზე ცენტრში ჯერ კიდევ 2018 წლიდან დაიწყეს ზრუნვა, რისი დასტურიცაა ონლაინ ლექციების სერია, სახელწოდებით: „ლექტორიუმი“.

ციკლი დღესაც ხორციელდება და მაყურებელს CIU-ს პროფესორ-მასწავლებლების მიერ შემოთავაზებულ თემებზე ლექციების მცირეფორმატიან ფილმებად შეკრულ ვიდეოპროდუქციას სთავაზობს.

გარდა მსხვილი ტელეპროექტებისა, მულტიმედია ცენტრში პერმანენტულად მზადება სიუჟეტები, ტექსტური, აუდიო და ვიდეობლოგები, გადაცემები, ბეჭდური და ონლაინ პროდუქცია, შემეცნებითი ქვიზები, ფოტოგამოფენები და სხვ. აღნიშნული კონტენტის გაცნობა შესაძლებელია ვებგვერდზე: www.multimedia.ciu.edu.ge.

მულტიმედია ცენტრის ინტელექტუალური სივრცე: თანამედროვე ტექნიკა, ესთეტიკური დიზაინი და, რაც მთავარია, პროფესორ-მასწავლებლებისა და შემოქმედებითი პერსონალის საქმიანი ტანდემი მომავალი ჟურნალისტის პროფესიული განვითარებისთვის ყველა პირობას ქმნის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42