ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე თემურ წიკლაურთან გატარებულ დღეებს იხსენებს და სოციალურ ქსელში ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს.
ჩუბინიძე იხსენებს ვიდეოს გადაღების ისტორიას, რომელიც მალე გამოვა , თუმცა თემურ წიკლაურის გარეშე.
"ერთი ვიდეოს ისტორია - ეს პატარა ვიდეო მამა ნიკოლოზმა გადაგვიღო. მცხეთაში ვიყავით... იმ დღეებში მე და თემო შექსპირის 66-ე სონეტის ნამღერზე, კლიპს ვიღებდით და თემომ პროლოგი მინდა გავუკეთო სანამ კომპოზიცია დაიწყებაო და... მეთქვი მოდი, კამერა აქვე მაქვს, ავდგეთ სუფრიდან, შევიდეთ აქვე ოთახში და ჩავწეროთ-თქო, - გგონიათ უარი თქვა? უბრალოდ 2-ჯერ შეეშალა და განერვიულდა ძალიან საყვარლად: - რა ენა დამება რა ჯანდაბა მჭირსო, ბევრი აჯიკა არ უნდა მეჭამაო, ბრაზობდა....
ამ თემოს და ამ სახეს, ჩვენს ახალ კლიპში ნახავთ, ოღონდ... თემოს გარეშე - "სიკვდილო თავად შენ რად არ კვდებიო“ - წერს ბესო ჩუბინიძე.
მასალის გამოყენების პირობები






